| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზია წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის მასშტაბურ ღონისძიებას არაერთი აქტივობით შეუერთდა.
ღონისძიებაში Xა, Xბ და V კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა და პედაგოგებმა შეარჩიეს მოთხრობები და წაუკითხეს მეხუთე კლასის მოსწავლეებს. ასევე მეხუთეკლასელებმა წარადგინეს თანამედროვე ქართველი მწერლის - თამარ გეგეშიძის წიგნის „საშლელების“ წაკითხულის პრეზენტაცია. მოწაფეებმა იმსჯელეს ტექსტის იდეურ მხარეზე, დააკავშირეს დღევანდელობასთან, გამოკვეთეს თაობათა შორის არსებული პრობლემები და ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე.
IXა კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდები როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მწერლების ნაწარმოებებიდან და მოუწოდეს თანატოლებს, რომ დაინტერესდნენ, იკითხონ მხატვრული ლიტერატურა და შეცვალონ მომავალი უკეთესობისკენ.
თამარ მეფის სახელობის IIIბ კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ წიგნის საჯაროდ კითხვის მასშტაბურ კამოანიას. მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე წაიკითხეს საბავშვო მოთხრობები.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის - ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი
საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“