სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ძალიან დიდი დანაკლისია, მან მთელი თავისი სიცოცხლე სკოლის განვითარებაში გაატარა“ - აღაიანის საჯარო სკოლა პედაგოგს - ლეილა ბერიანიძეს ემშვიდობება
14-02-2024
-
+


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლა პედაგოგს - ლეილა ბერიანიძეს გლოვობს. პედაგოგი რამდენიმე ათეული წელი ემსახურა სკოლას და ქვეყანას არაერთი ღირსეული თაობა აღუზარდა. 

ოპტიმისტი, სიცოცხლით სავსე, გამორჩეული ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე სკოლის განვითარებაში გაატარა - ასე ახასიათებენ მას სკოლაში და მისი გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ. 

„დღეს აღაიანის სკოლა მასწავლებელს ემშვიდობება....
დღეს მასწავლებელს დაკრძალავენ ....
დღეს ყველასთვის, თანამშრომლებისთვის, ოჯახისთვის, მოსწავლეებისთვი ერთი ტრაგიკული ფურცელი ჩაიწერება სკოლის და სოფლის ისტორიაში....
ლეილა ბერიანიძე - მასწავლებელი, რომელიც რამდენიმე ათეული წელი ემსახურა სკოლას და მოსწავლეებისთვის და ჩვენთვის, მისი კოლეგებისთვის ძალიან დიდი დანაკლისი იქნება. ამ ადამიანმა მთელი თავისი სიცოცხლე სკოლის განვითარებაში გაატარა. ჯერ კიდევ არ გვჯერა ასეთი ოპტიმისტი, სიცოცხლით სავსე და გამორჩეული ადამიანის დაკარგვა.
დღეს ბოლო დღეა ამ წუთისოფელში ლეილა მასწავლებელო თქვენი სიკარგისა, დაუშრეტელი ენერგიისა, თქვენი დედობისა, მზრუნველი ბებიისა, რომელიც ბოლო გამონათება ყოფილა თქვენთვის.
ლეილა მასწავლებელო, გეთხოვებათ თქვენი სკოლა, ოჯახი, აღზრდილები და თვალცრემლიანი აღსაზრდელები. მადლობა ყველაფრისთვის, თითოეული გაკვეთილისთვის, ბოლომდე დახარჯვისთვის, პროფესიონალიზმისთვის.
არიან მასწავლებლები და ძალიან მასწავლებლები საგანთან ერთად ცხოვრებასაც, რომ გვასწავლიან და სკოლის შემდეგ გვაკლდებიან ძალიან.
უფალს ებარებოდეს თქვენი უმანკო, უბოროტო, ხალისიანი სული ჩვენო თბილო ლეილა მასწავლებელო, ყოველთვის გვემახსოვრებით“, - ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ სამძიმრის წერილში. 

„ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი უსამძიმრებს სკოლასა და გარდაცვლილის ოჯახსა და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი ღირსეული და პატივსაცემი პიროვნების გარდაცვალების გამო.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება