სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საგარეჯოს N4 საჯარო სკოლაში ახალგაზრდა ფერმერთა კლუბი ფუნქციონირებს
24-05-2018
-
+


ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრი_ეს არის RDFG-ს მოდელი, რომელიც სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს აერთიანებს და მათ თანამედროვე სოფლის მეურნეობის უპირატესობებს აცნობს.

ცენტრების მიზანია ახალგაზრდებმა საკუთარი მომავალი სოფელში დაინახონ და დიდ ქალაქებში მიგრაცია ერთადერთ ალტერნატივად აღარ განიხილონ. 

ახალგაზრდები მოქალაქეთა ინტერესების დაცვას, სამოქალაქო ჩართულობას, ლიდერობას, მეწარმეობას სწავლობენ და სოფლის მეურნეობის სფეროში ინოვაციურ ტექნოლოგიებს ეცნობიან.
ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები ასევე RDFG-ს სადემონსტრაციო ნაკვეთების განვითარებაში მონაწილეობენ.

ამჟამად ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები ქვემო ქართლის 4 და კახეთის 1 სკოლაში ფუნქციონირებს: კოდაში, შაუმიანში, დმანისში, წინწყაროსა და საგარეჯოში. ცენტრის წევრი ახალგაზრდები ცდილობენ საკუთარი თემის პრობლემები მოაგვარონ და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთონ.

RDFG-ის პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ახალგაზრდა ფერმერთა კლუბი; სკოლაში მოსწავლეებს აქვთ მიწის ნაკვეთი, თავისი სარწყავი სისტემით. მათ  ისპანახის პირველი მოსავალიც აიღეს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება