| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლაში სასაწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით, მე-3 კლასის მოსწავლეებმა (კლასის დამრიგებელი - ნ. ჯავახიშვილი) საყვარელი ზღაპრები და მოთხრობები წაიკითხეს. შემდეგ კი, პერსონაჟების ქცევასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
მე-4 კლასის მოსწავლეებმა (კლასის დამრიგებელი - ნ. გიგოლაშვილი) უფროს მეგობრებთან და სკოლის ბიბლიოთეკართან (ე. ბოტკოველი) ერთად, მათთვის სასურველი ტექსტები წაიკითხეს და განიხილეს. შემდეგ კი, სოფლის ბიბლიოთეკას (ბიბლიოთეკარი - ლ. დედაბრიშვილი) ეწვივნენ. მათ წაკითხული ნაწარმოების შესახებ დისკუსია გამართეს.
გარდა ამისა, მე-5 კლასის მოსწავლეებმა, ინგლისურ ენაში (მასწავლებელი - ნ. ლაჩაშვილი) კომპლექსური დავალება - „კონკია“ შეასრულეს. მის ფარგლებში, თითოეულმა მოსწავლემ ხელნაწერი წიგნი შექმნა და პრეზენტაცია გამართა.
ასევე, აღსანიშნავია, რომ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებიც გამოეხმაურნენ. ისინი თელავის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების იყალთოს ბიბლიოთეკას ესტუმრნენ, სადაც კამპანიაში - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ჩაერთნენ.
„ბავშვებმა წაიკითხეს მათთვის საყვარელი მწერლებისა და პოეტების ლექსები, ამონარიდები მოთხრობებიდან და გააფორმეს მუსიკალურად, მათ მზაობა გამოთქვეს, რომ ხშირად ჩაატარონ ასეთი ღონისძიებები და ცნობიერება აიმაღლონ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში