სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N166 სკოლის მოსწავლეებმა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ლიტერატურული ნაწარმოებების პრეზენტაციები მიუძღვნეს
12-02-2024
-
+


თბილისის N166 საჯარო სკოლის მოსწავლეები, საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კამპანიას დიდი ინტერესითა და შემართებით შეუერთდნენ. 

ამ დღესთან დაკავშირებით, მე-6გ, მე-8გ და მე-9გ კლასის მოსწავლეებმა: ლენე ასპანიძემ, თინათინ კუპრავამ, გიორგი კენჭიაშვილმა, ბარბარე მიმინოშვილმა, თორნიკე ქობელაშვილმა, კესარია შუკაკიძემ, ელენე იობაშვილმა და ილია შარაშენიძემ, სასკოლო საზოგადოებას ლიტერატურული პრეზენტაციები წარუდგინეს. 

პრეზენტაციები საყვარელი ავტორების წიგნების ეხებოდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა, რადგან მოსწავლეების მიერ წარდგენილი ნაწარმოები (წიგნები) ეხებოდა რასიზმისა და ტოტალიტარიზმის პრობლემებს, დისლექსიის მქონე ადამიანთა საჭიროებებს, თავშესაფარში მცხოვრები ბავშვების სიდუხჭირეს.

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა გააჟღერეს: ჯორჯ ორეულის „1984“; ჰარპელის „ნუ მოკლავ ჯაფარას“; ასტრიდ ლინდგრენის „მაწანწალა რასმუსი“, დანიელ დეფოს „რობიზონ კრუზო“, ლინდა მალალა ჰანთის „თევზი ხეზე“, „ანა ფრანკის დღიურები" და შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები, მასწავლებლები და სკოლის დირექცია.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები და მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი მსჯელობა-დისკუსიაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება