სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბეჟანოს საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა კონტინენტები და ოკეანეები​ საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს
12-02-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ, მათ შორისაა აქტიური პედაგოგი ისკუი ეღუნიანი. 

ახლახან, პედაგოგმა მეოთხე კლასში ბუნებისმეტყველებაში მეტად საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა, რომელიც ძალიან საინტერესო და ინფორმაციულად აღმოჩნდა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პედაგოგის საინტერესო მიდგომითა და სწავლების ინდივიდუალური სტილით, გაკვეთილები შედეგიანი გამოდის და მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობით გამოირჩევა. 

ამჯერად, გაკვეთილი იყო შეჯამება თემის: კონტინენტები და ოკეანეები.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი ბენიამინ თათარიანი ესწრებოდა, რომელმაც პედაგოგი და საგაკვეთილო პროცესი დადებითად შეაფასა. 

გაკვეთილზე, მოსწავლეებმა წარადგინეს კონტინენტები და ერთმანეთს უამბეს ინფორმაცია მათ შესახებ, ასევე მათ ისაუბრეს ოკეანეებზე, რუკის მიხედვით.

გაკვეთილი ინტერაქციულ, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

როგორც სკოლაში გვიყვებინ, გაკვეთილის ბოლოს გეოგრაფიის მასწავლებელმა ბენიამინ თათარიანმა, მოსწავლეებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა განხილული თემის შესახებ. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება