| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას ლიტერატურული ღონისძიებით შეუერთდნენ.
ამ დღესთან დაკავშირებით, ჯგუფებად შეიკრიბნენ დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებთან ერთად წაიკითხეს ასაკის შესაფერისი მოთხრობები.
ღონისძიებაზე გაჟღერდა: გ. ჩოხელის - „ლუკას სახარება“, ზ. არსენიშვილის - „მოკლე კატო“ და კიდევ არაერთი გამორჩეული საზოგადო მოღვაწის შემოქმედება.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები ყურადღებით უსმენდნენ მასწავლებლების გამომეტყველებითა და მხატვრულად წაკითხულ ტექსტებს, შემდეგ კი ცდილობდნენ თვითონაც ასეთივე ოსტატობით წაეკითხათ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები დროდადრო წყვეტდნენ კითხვას და აანალიზებდნენ ტექსტს, პასუხობდნენ მასწავლებლის დასმულ შეკითხვებს, თვითონაც ეკითხებოდნენ, გამოთქვამდნენ აზრებს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, „კითხვის საათმა“ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეები დაინტერესდნენ წიგნებით.
„მეორე დღეს სკოლის ბიბლიოთეკაში ბავშვების რიგი იდგა, ყველა ცდილობდა გამოეტანა შესაფერისი საკითხავი... მსგავსი ღონისძიებები ყოველთვის შედეგიანია და სასიკეთოდ აისახება მოზარდებისა თუ მოზრდილების სულიერ განვითარებაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში