სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რუსთავის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეები პლასტმასის ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოს ესტუმრნენ
09-02-2024
-
+


რუსთავის N20 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

ამის მაგალითია ისიც, რომ თვითმმართველობისა და სამოქალაქო განათლების კლუბის პედაგოგ ეკატერინე მამუკელაშვილის ხელმძღვანელობით, მოსწავლეები „პოლივიმს“ Polyvim LLC ესტუმრნენ.

„ამჯერად უკვე გაზრდილი წარმოებით გვიმასპინძლა საწარმომ და გადამუშავების ორ ხაზს გავეცანით. კერძოდ, აქამდე არსებულ გადამუშავების PET (პოლიეთილენ ტერეფტალატი) ხაზს დაემატა მეორე, პოლიეთილენისა(PE) და პოლიპროპილენის(PP) გადამუშავების ხაზი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში ამბობენ, ახალი ხაზის პროდუქტად მიიღება გადამუშავებული პლასტმასა გრანულებისა და ფანტელების სახით, რომლითაც ადგილობრივი ბაზარი მარაგდება და გამოიყენება კვლავ პლასტმასის ნივთების საწარმოებლად პოლივიმში გადამუშავებული პლასტმასა კი ევროკავშირის ქვეყნებში გადის ექსპორტზე.

საწარმოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს დეტალურად გააცნეს პლასტმასას გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესი - როგორ ახარისხებენ, ირეცხება და რა ეტაპებს გადის საწარმოში მიტანილი პლასტმასის ნივთები.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებმა საწარმოს 2 დღეში შეგროვებული 8 კგ პლასტმასა გადასცეს.

„მათთვის ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი სწორედ გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტი - ე.წ. სინტიპონი, გრანულები და ფანტელები აღმოჩნდა

გვჯერა, რომ პროცესისა და გადამუშავების პროდუქტის ადგილზე გაცნობით ახალგაზრდები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ ნივთების გადამუშავებისა და მეორადი გამოყენების მნიშვნელობაში და უფრო დიდი მოტივაცია ექნებათ ამ პროცესში თავიანთი წვლილის შესატანად“, - ამბობენ სკოლაში.

მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება