სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მოხისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
09-02-2024
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მასშტაბურ კამპანიას აქტიურად შეუერთდა.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მე-3 კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებელ მაია გრიგალაშვილის ინიციატივით, საყვარელი წიგნიდან ნაწყვეტები წაიკითხეს, იმსჯელეს და მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს.

ბავშვებმა ასევე კითხვის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე ისაუბრეს. მათ წიგნის პოპულარიზაციაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია

„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება

 საგრანტო კონკურსის ქულები გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შედიოდა - სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა ცნობლია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება