სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წიგნიერების დღესასწაული თეთრიწყაროს N1 სკოლის ბიბლიოთეკაში
09-02-2024
-
+


თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში აქტიური, მიზანდასახული და შემოქმედებითი მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც არაერთი საინტერესო აქტივობის ინიციატორები არიან.

ამჯერად, მეათე კლასის მოსწავლეთა ინიციატივით, სკოლის ბიბლიოთეკაში, საჯარო კითხვა მოეწყო. შეირჩა გოდერძი ჩოხელის შემოქმედება, კერძოდ, მოთხრობა „მართა“.

ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ, დისკუსია გაიმართა. მოსწავლეებმა საქართველოს წარსულზე, კონკრეტულად, ლეკთა თარეშის შესახებ ისაუბრეს. მოთხრობაც სწორედ ამ თემატიკის მატარებელია. მეათეკლასელებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა - „იავნანამ რა ჰქმნა?!“, ფილმი - „მამლუქი“ და ლეკების გატაცებული პოეტის - დავით გურამიშვილის ტრაგიკული ისტორია გაიხსენეს.

„წიგნის საჯაროდ კითხვის დღის აღნიშვნა დღეს მეტად მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ახალგაზრდა თაობა დასცილდა წიგნს. მათი გონება მთლიანად დაპყრობილია 21-ე საუკუნის გაჯეტებით. ამიტომ სკოლის მოსწავლეების აქტიური ჩართულობა ამ დღის აღნიშვნაში ჩვენთვის, სასკოლო საზოგადოებისათვის, სასიხარულოა“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება