| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აფხაზეთის N15 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებსა და პროექტებს აქტიურად აწყობენ.
ამჯერად, სკოლის თვითმმართველობის წევრებმა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, პროექტი სახელწოდებით - „თბილი ხელები“ განახორციელეს.
პროექტის მიზანი, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებში საკუთარი შრომით მოპოვებული რესურსის სწორად წარმართვის სწავლება და თანაგრძნობის უნარის გაღვივება იყო.
თვითმმართველობის წევრებმა თავად დაამზადეს სამკაულები, შექმნეს ნახატები, შემდეგ კი მოაწყვეს სკოლაში გამოფენა-გაყიდვა.
„მათ შემოსული თანხით გადაწყვიტეს „ჩემი მორდუს“ ბენეფიციარებისთვის საჩუქრების შეძენა და მათი პირადად გახარება“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ბენეფიციარებთან შეხვედრამ, როგორც გვიყვებიან, დიდი ემოციები აჩუქა თითოეულ მათგანს.
მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს ასევე ღონისძიება გამართეს და საზოგადოებას შესთავაზეს მრავალფეროვანი ნომრები:
ღონისძიებამ ბენეფიციარებიც გაამხიარულა და ააცეკვა.
„მათი სევდიანი თვალები ბედნიერების სხივმა ჩაანაცვლა“, - გვიამბობენ სკოლაში.
აღნიშნული კამპანიის ხელმძღვანელები: დარეჯან ჯონჯუა და მარიამ ადონია გახლავთ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში