სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თერჯოლის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა
23-05-2018
-
+


თერჯოლის N1 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა. სკოლის დირექტორმა ელისო მურადაშვილმა 2017-2018 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს მიმართა:

„N1 საჯარო სკოლის 66-ე კურსდამთავრებულებო!

18 მაისს თქვენთვის ბოლო ზარი დაირეკა. სკოლის ეზო სავსე იყო წარწერებით აჭრელებული თეთრმაისურიანი გოგო-ბიჭებით, მხიარული ემოციებით სავსე სახეებით. გილოცავთ!!!
თქვენ სამუდამოდ გამოემშვიდობეთ სკოლის კედლებს, მერხებს...

ალბათ გენანებათ ბავშობის ლამაზ და უზრუნველ წლებთან განშორება, მაგრამ გიხარიათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება. წინ ჯერ კიდევ შეუცნობელი სამყარო გელით, რომელშიც უკვე აღარავინ ჩაგთვლით ბავშვებად. უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ, ვიდრე აქამდე, და უფრო რთული და საინტერესო ცხოვრებისეული ბარიერები გექნებათ გადასალახავი.

ალბათ გაიხსენეთ, თუ როგორ მოხვედით სკოლაში, როგორ გაიცანით ერთმანეთი, როგორ გამოიყურებოდით... გაიხსენეთ თქვენი პირველი 10-იანი და პირველი ცუდი ნიშანი; სიძნელეები, კურიოზები, ექსკურსიები, ზეიმები; დირექტორისა და მასწავლებლების საყვედურები და შექებები.

წინ კიდევ უფრო საინტერესო ცხოვრებაა! ჯერ გამოცდები, შემდეგ სტუდენტური ცხოვრება, ეტაპი, რომელიც არავის ავიწყდება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ! გისურვებთ საკუთარი თავის რწმენა და ერთმანეთის სიყვარული არასოდეს დაგეკარგოთ. მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს ხელშია!“, - ნათქვამია დირექტორის მიმართვაში. 

აქვე, დამატებით, Etaloni.ge გთავაზობთ XII-ა კლასის ბოლო გაკვეთილის ამსახველ ფოტოებს.

მასწავლებელი - ლელა მაკარიძე.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება