| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლაში, კურსდამთავრებულს - უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს გოჩა ჟვანიას გლოვობენ.
სკოლაში ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ გოჩა ჟვანიას დაღუპვის გამო და ქართველი მებრძოლის ოჯახსა და სრულიად საქართველოს სამძიმარს უცხადებენ.
„რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის...!“ - თეკლათის საჯარო სკოლის პედკოლექტივი ღრმა მწუხარებას გამოხატავს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულისა და თანასოფლელის, ღირსეული ვაჟკაცის - გოჩა ჟვანიას დაღუპვის გამო. იგი გმირულად დაეცა მოძმე უკრაინის მიწაზე, შეეწირა თავისუფლებისთვის თავგანწირულ და უშეღავათო ბრძოლას. სამძიმარს ვუცხადებთ სრულიად საქართველოს... მართლაცდა, ჩვენ „ვინ მოგვცა შვილი დასაკარგავი...“, - ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
ქართველი მებრძოლები - გოჩა ჟვანია და ზურა წიკლაური 2 თებერვალს, უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას დაიღუპნენ.
იხილეთ ფოტო:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში