| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო აქტივობებით სწავლობენ.
ახლახან, IV კლასმა ინგლისურ ენაზე დადგა სპექტაკლი -„წითელქუდა“.
როგორც მოსწავლეთა ინგლისურ ენის მასწავლებელი ინგა რიონიძე გვეუბნება, ღონისძიების მიზანი იყო მეტყველების კულტურის განვითარება, თანამშრომლობითი და ემპათიის უნარების ხელშეწყობა.
„როდესაც მე-4ა კლასის მოსწავლეებს ვაჩვენე ნახატი ფილმი - „წითელქუდა“ მათ გაუჩნდათ სურვილი, რომ სპექტაკლი დაედგათ კლასში და ემოგზაურათ ზღაპრულ სამყაროში. მოსწავლეები ჩავრთე როლების გადანაწილებაში ისინი დიდი პასუხისმგებლობითა და ხალისით მოეკიდნენ დავალებას“, - გვიყვება ინგლისურ ენის მასწავლებელი ინგა რიონიძე და დასძენს, რომ მსგავსი ტიპის აქტივობებით მიღებული ცოდნა დიდხანს რჩება მოსწავლის მეხსიერებაში, მოსწავლეებს უმაღლებს ინტერესს და მოტივაციას საგნის მიმართ, ხელს უწყობს მეტყველების კულტურის განვითარებას. მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარები უვითარდებათ და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება ეძლევათ.
მოსწავლეებმა ზღაპრის გმირების როლები ოსტატურად მოირგეს და ენის ცოდნა და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში