| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით მოწაფეები სხვადასხვა ღონისძიებაში აქტიურად არიან ჩართულნი.
ახლახან, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, კულტურის ცენტრისა და რესურსცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში პროექტის - „ავაღორძინოთ ფოლკლორი“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის თერთმეტი სკოლა მონაწილეობდა. მონაწილეთა შორის იყვნენ დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ანასტასია ოსეფაიშვილი, ანამარია ოსეფაიშვილი, მილენა ქავთარაძე, ანა სერებრიაკოვი და როგორც სკოლაში ახასიათებენ, მათი შესანიშნავი, უნიჭიერესი და უსაყვარლესი მუსიკის პედაგოგი მარინა მამალაძე.
ბავშვებმა ორი სიმღერა შეასრულეს. ერთ-ერთი სიმღერის და მუსიკის ავტორი თავად მარინა მამალაძე გახლავთ.
„წარმატებები დაბლაციხის საჯარო სკოლას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში