სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“ - კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეთა შთამბეჭდავი პროექტი და საინტერესო კვლევა 
05-02-2024
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისში“ მიმდინარეობს სასკოლო პროექტი „კულტურული მრავალფეროვნება“, რომლის დევიზია - „ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“. 

ესგ-ის პრიორიტეტული თემა: კულტურული მრავალფეროვნება, ადამიანის უფლებები;

პროექტის მიზანია: მოსწავლეებმა გაიაზრონ მულტიკულტურულ გარემოში ცხოვრების გამოწვევები,  გააცნობიერონ მულტიკულტურულ გარემოში თანასწორუფლებიანობისა და ადამიანური ღირსების აღიარების მნიშვნელობა მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში „ანაბასისელებმა“ ბაკურიანის  საზამთრო ბანაკში ყოფნის დროს გამოკითხეს სხვადასხვა ერთნოსის ადამიანები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მოსწონთ საქართველოში ყოფნა, ქართული კულტურა, წეს-ჩვეულებები, კურორტები, რომ აქ დაცულად გრძნობენ თავს და რომ საქართველო ნამდვილად ტოლერანტული ქვეყანაა. დუბაიდან ჩამოსულმა ტურისტებმა „ანაბასისელები“ დუბაიშიც მიიწვიეს.

მოსწავლეებმა ბაკურიანთან ერთად მოინახულეს წაღვერი და ბორჯომი, გაეცნენ  წაღვერის და ბორჯომის მინერალური წყლების შესახებ ინფორმაციას. მოსწავლეებმა ყველგან დააფიქსირეს სხვადასხვა წარმოშობის ტურისტების სიმრავლე და პოზიტიური დამოკიდებულება.

„ანაბასისში“ მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი თანხმდება, რომ მოსწავლისთვის ფორმალურ განათლებასთან ერთად, მნიშვნელოვანია  არაფორმალური განათლება, რომელიც ხელს უწყობს  მოსწავლეს ინტერესების უკეთ წარმოჩენასა და თვითდამკვიდრებაში.

მოსწავლეებმა თავად დაგეგმეს ბაკურიანში ვიზიტი, აქტივობები, გართობა, დასვენება, შეადგინეს მენიუ და საკუთარ თავზე აიღეს დღის რეჟიმის შედგენა /განხორციელება, რასაც ხალისით და  წარმატებით გაართვეს თავი. ბანაკი მთლიანად მოსწავლის  მოთხოვნებზე იყო  აგებული და მათ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალებას აძლევდა.

„მსგავსი გასვლები მოსწავლეებში  ინდივიდუალური, ესთეტიკური და შემოქმედებითი მიდრეკილებების გამოვლენას უწყობს ხელს.  რაც შემდგომში მოსწავლეს უვითარებს ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნების,  გადაწყვეტილებების მიღების, პრობლემის გადაჭრის, სისტემური აზროვნების,  სოციალურ და თანამშრომლობით  უნარებს. მოსწავლეები იძენენ ცხოვრებისეულ  პრაქტიკულ  გამოცდილებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და უღრმეს მადლობას უხდიან თითოეულ მოსწავლეს, მშობელს, სკოლის დირექციას და კლასის დამრიგებელ თეა სამხარაძეს საინტერესო აქტივობის განხორცილებისთვის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:







კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება