| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებაზე ზრუნავენ.
სამების საჯარო სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს მეწარმეობის კლუბი - „მარჯვე ხელები“.
კლუბი სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შედეგად დაარსდა.
კლუბის წევრები მეწარმეობას სწავლობენ და ბიზნეს უნარებს იძენენ.
კლუბმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებაში - „ახალი წლის დღეები“.
მოსწავლეებმა საშობაო ბაზრობაზე გამოფინეს და გაყიდეს ხელნაკეთი ნივთები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.
სკოლაში მადლობას უხდიან ყველას, ვისაც კლუბის წარმატებით მუშაობაში შეაქვს წვლილი.
„მადლობა, სამოქალაქო განათლების პროგრამას, რომლის დაფინანსებამაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენს კლუბს; მადლობა წალკის მერიას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის; მადლობა ჩვენს ყოჩაღ და ხელმარჯვე მოსწავლეებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში