სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

ღია საგანმანათლებლო გარემოს იდეამ არ გაამართლა - ახალი ზელანდიის სკოლები ტრადიციულ საკლასო ოთახებს უბრუნდებიან 
24-03-2024
-
+


ახალზელანდიური სკოლები, რომლებიც ღია საგანმანათლებლო გარემოს მოდელის მიხედვითაა აგებული, სულ უფრო და უფრო ხშირად იცვლიან შენობის სტრუქტურას. ამის შესახებ გამოცემა Stuff წერს.

რა ხდება ახალი ზელანდიის სკოლებში?

ახალი ზელანდიის განათლების სამინისტრომ საგანმანათლებლო სივრცის ორგანიზაციის ახალი მიდგომის დანერგვა დაახლოებით 2011 წელს დაიწყო. სკოლების კლასები მაშინ ღია გეგმარების სივრცულ შენობებად გადაკეთდა. ასეთ სასწავლო სივრცეში ერთდროულად ბევრად მეტი მოსწავლე სწავლობს, ვიდრე ტრადიციულ კლასებში. ამათან, მოსწავლეებთან მუშაობს რამდენიმე მასწავლებლისგან შემდგარი გუნდი, რომელთც საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთის ჩანაცვლება შეუძლიათ.

რეფორმიდან არც ისე დიდი დრო გასულა, მაგრამ საგანმანათლებლო დაწესებულებები ღია გეგმარებას ცვლიან. ისინი ცდილობენ, მასწავლებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა შენობა სტანდარტულ კლასებლად დაყონ. მაგალითად, ქალაქ ნელსონის ერთ-ერთმა დაწყებითმა სკოლამ არაერთი მოძრავი კარი დააყენა. 

როგორც სკოლის დირექტორი ბარბარა ბოუენი განმარტავს, ღია სივრცის აკუსტიკა საშუალებას არ იძლეოდა მასში ერთდორულად ასობით მოსწავლე ყოფილიყო. ყველამ ვერ შეძლო ხმაურიან შენობაში კონცენტრირება და კომფორტულად სწავლა. შედეგად მოსწავლე-მასწავლებლებს უხდებოდათ რეგულარულად ქუჩაში გასვლა - მაგალითად, მცირე ჯგუფებად სამუშაოდ ან უბრალოდ გასამარტოვებლად. 

ამავე დროს, ბარბარა ბოუენი, ისევე როგორც სხვა სკოლების ხელმძღვანელები, თვლის, რომ არიან მოსწავლეები, რომელთაც ასეთი გარემო მოსწონთ. დირექტორების აზრით, რადგან არიან ბავშვები, რომლებიც ღია დაგეგმარების სკოლებში წარმატებით სწავლობენ, სკოლებმა მიდგომის ელემენტები უნდა შეინარჩუნონ. 

როგორ გაჩნდა ღია საგანმანათლებლო სივრცის იდეა?

ღია საგანმანათლებლო სივრცის აქტიური მომხრეებიც კი თვლიან, რომ კლასებს უფრო კლასიკური ფორმა უნდა ჰქონდეს - საჭიროების შემთხვევაში, ტრანსფორმირების შესაძლებლობით. საინტერესოა, რატომ დაინერგა ახალ ზელანდიაში მიდგომა ასე მასიურად?

საქმე ის არის, რომ ღია კლასები იყო ნაბიჯი უფრო ღრმა ცვლილებებისკენ – მოსწავლეზე ორიენტირებული, კონსტრუქტივისტული განათლებისკენ. ტრადიციული სწავლებისგან განსხვავებით, კონსტრუქტივისტული ორიენტირებულია არა მზა ცოდნის გაცემაზე, არამედ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. გაკვეთილები კი აგებულია მოსწავლეთა კითხვებსა და პასუხებზე. მასწავლებელი მოსწავლესთან აწარმოებს დიალოგს, ბავშვები კი ხშირად მუშაობენ ჯგუფებში. ითვლება, რომ კლასის ღია ფორმატით მოწყობა ამ მოდელით სწავლებას უწყობს ხელს. 

მიუხედავად იმისა, რომ ახალი ზელანდიის სკოლები სტანდარტული გეგმარების კლასებს უბრუნდებიან, უარს არ ამბობენ, სივრცე მეცადინეობების ნაწილისთვის მაინც გახსნან. ნათელია, რომ სწავლების პროგრესიულ მიდგომებზე მასწავლებლები უარს არ იტყვიან. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება