სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

5 რამ, რაც მასწავლებლებს მოტივაციისთვის იმაზე მეტად სჭირდებათ, ვიდრე ხელფასის მომატებაა
04-02-2024
-
+


მასწავლებლებისთვის ანაზღაურება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არ არის ის მთავარი ფაქტორი, რაც მათ, მრავალი წლის განმავლობაში, მოსწავლეებთან მუშაობას განაპირობებს. პედაგოგები ახალი თაობის გონებრივი, ემოციური და ფიზიკური განვითარებისთვის შრომობენ და წარმატებული მომავლის საფუძველს უქმნიან. 

ხშირად, მასწავლებლები მოსწავლეებში უდიდესი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მათ მიმართ საზოგადოება ძალიან მომთხოვნია, ისინი მაგალითი უნდა იყვნენ. როგორც ბლოგზე ამ საკითხში გარკვეული პირი მარიბელ ტორესი წერს, თავად პედაგოგებისთვის სამუშაო ზოგჯერ სტრესული და დამღლელია. ამ დროს კი საკუთარ თავში მოტივაციის პოვნა ძნელია. ეს მოტივაცია ანაზღაურება ვერ იქნება, არსებობს 5 რამ, რაც მასწავლებლებს იმაზე მეტად სჭირდებათ, ვიდრე, თუნდაც, ხელფასის მომატებაა.

სკოლებსა და საკლასო ოთახებში უსაფრთხოების ნორმების გაზრდა

მთელ მსოფლიოში ხშირია შემთხვევები, როდესაც სკოლაში ძალადობრივი ქმედება ხდება, ზოგჯერ კი სასკოლო საზოგადოება დაუცველია. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები არის ქვეყანა, სადაც სკოლებში მასწავლებლებისა და მოსწავლების სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელია. ალბათ, ბევრს ახსენდება შემთხვევები, როდესაც საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეიარაღებული პირი შეჭრილა. აღსანიშნავია, რომ სკოლაში სროლის საფრთხემ აშშ-ში მასწავლებლების დეფიციტი გამოიწვია, ისინი სიკვდილის შიშით, მუშაობაზე უარს ამბობენ. მასწავლებლები უფრო უსაფრთხო სკოლებს, უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობის მრჩევლებსა და კამპუსებში მორიგე ოფიცრებს პატრულირებას ითხოვენ.

გაკვეთილები სმარტფონების გარეშე

მოსწავლეებისთვის მობილური ტელეფონები ყურადღების გამფანტველ ელემენტად იქცა, რომელიც სწავლა-სწავლების პროცესს აფერხებს. მოსწავლეები უფრო მეტ ყურადღებას სმარტფონებს აქცევენ, ვიდრე გაკვეთილს ან თანატოლებისგან სწავლას. ზოგიერთი მასწავლებლის აზრით, მობილური ტელეფონები მოსწავლეთა გონებრივ კეთილდღეობაზეც მოქმედებს. 

COVID-19-ისა და სხვა დაავადებებისგან დაცვა

კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, ეს საკითხი უფრო აქტუალური გახდა. ავადმყოფობა სასწავლო პროცესზე პირდაპირ აისახება და მას აბრკოლებს. პედაგოგთა ნაწილის აზრით, საგანმანათლებლო ცენტრებმა მასწავლებლებისთვის დამცავი ზომები უნდა უზრუნველყონ, რათა მასწავლებლების ავადმყოფობა თავიდან აიცილონ. კერძოდ, მათ სურთ, რომ კლასები რეგულარულად დამუშავდეს შესაბამისი ხსნარებით და იყოს ანტიბაქტერიული საშუალებები. სივრცეების დეზინფექცია რისკებს მინიმუმამზე დაიყვანს. 

მასწავლებლებს განვითარების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ

მასწავლებლები პროფესიონალები არიან და პატივისცემით მოპყრობას იმსახურებენ. ისინი უნდა წახალისდნენ, რომ კონფერენციებს, სემინარებსა და სხვა ღონისძიებებს დაესწრონ. ამით პედაგოგების ცოდნა გაიზრდება და მიმდინარე საკითხებში მეტად გაცნობიერებულები იქნებიან. 

სხვადასხვა საკითხზე ტრენინგები

მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლებმა თანამედროვე სამყაროს ფეხი აუწყონ. ამიტომაც, აუცილებელია, რომ სხვადასხვა საკითხზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართოს. სკოლამ პედაგოგებს ხელი უნდა შეუწყოს და განავითაროს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება