| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლას მრავალმხრივ განვითარებული და შემოქმედებითი უნარებით დაჯილდოებული მოსწავლეები ჰყავს.
ამჯერად, მოსწავლეებმა რეჟისორისა და მსახიობების როლები მოირგეს და ინგლისურენოვანი ფილმი შექმნეს.
მოსწავლეებმა მცირემეტრაჟიანი ფილმი, უილიამ შექსპირის ტრაგედიის - „რომეო და ჯულიეტა“, მიხედვით გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ საინტერესო ინიციატივაში მე-8 - მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. აქტივობას კი, ინგლისური ენის პედაგოგი, ქრისტინე ყურაშვილი ხელმძღვანელობდა.
როგორც სკოლაში გვოყვებიან, 17 იანვარს სკოლაში მოეწყო ფილმის პრემიერა, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიების ბოლოს, ფილმში მონაწილე მსახიობები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ვიდეოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში