სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გეზათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ზაირა რევაზიშვილი საუკეთესო დამრიგებლად დასახელდა
16-01-2024
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული პედაგოგი ჰყავს, რომლებიც ზრუნავენ მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ და ამასთან, სასიამოვნო სასწავლო გარემო შეუქმნან. მათ შორის, აღსანიშნავია პედაგოგი ზაირა რევაზიშვილი.

პედაგოგი, მისი წარმატებული პროფესიული საქმიანობის გამო, გეზათის საჯარო სკოლაში საუკეთესო დამრიგებლად​ დასახელდა. 

აღსანიშნავია, რომ ის მე-4 კლასის დამრიგებელია, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ის ყოველთვის ცდილობს მოსწავლეებს საინტერესო, პროდუქტიული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო შეუქმნას, რის გამოც განსაკუთრებით უყვართ მოსწავლეებს. 

პედაგოგი არაერთ საინტერესო აქტივობასა თუ ღონისძიებას ხელმძღვანელობს, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან, მათ შორისაა: საინტერესო ღონისძიება, სპექტაკლი - „ახალი წელი მათემატიკის სამეფოში“ და გასვლითი ღონისძიებები მუზეუმებსა თუ თეატრებში. 

პედაგოგის მიღწევებსა და მოსწავლეებთან თუ მშობლებთან მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე მასწავლებელი თეა ფირცხალავა გვესაუბრება. 

„ზაირა რევაზიშვილი არის მე-4 კლასის დამრიგებელი. იგი კლასში ქმნის კეთილგანწყობილ, მეგობრულ და ტოლერანტულ გარემოს. ზრუნავს კლასის წარმატებაზე. პატივისცემით სარგებლობს მოსწავლეებში. ქმნის სწავლისათვის მაღალ მოტივაციას. აქტიურად თანამშრომლობს მშობლებთან. დამრიგებელი გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობითა და შემოქმედებითი უნარებით.

იგი ბევრს მუშაობს კლასთან არაფორმალური განათლების მიმართულებით. მისი ხელმძღვანელობითა და მე-4 კლასის ჩართულობით სკოლაში ჩატარდა საინტერესო ღონისძიება, სპექტაკლი „ახალი წელი მათემატიკის სამეფოში“. სპექტაკლი საინტერესოდ იყო გაფორმებული მუსიკალური ნომრებითა და კოსტიუმებით, რომელიც შეიქმნა თვით დამრიგებლის ხელით. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლები.

ზაირა რევაზიშვილი სისტემატიურად ზრუნავს მოსწავლეთა პიროვნულ და მორალურ განვითარებაზე აგრეთვე მათი თვალსაწიერის გაფართოებაზე. მოსწავლეები ხშირად გაჰყავს მუზეუმებში, თეატრებში. 28 დეკემბერს კლასის მოსწავლეები გაიყვანა სენაკის აკაკი ხორავას სახელობის დრამატულ თეატრში. მოსწავლეებმა ნახეს სპექტაკლი „მაკნატუნა“. სკოლაში მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები. მასში აქტიურად იყვნენ ჩართული მოსწავლეები და მშობლები“,- აღნიშნულია თეა ფირცხალავას წერილში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება