| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კულტურულ განვითარებას, მათ შორის კინოხელოვნების მიმართ დამოკიდებულების ფორმირებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სკოლაში წარმატებით ხორციელდება პროექტი „კინო სკოლაში“ . პროექტის ფარგლებში პირველი სემესტრის მანძილზე მოსწავლეები არაერთ კინოკლასიკას გაეცნენ.
4 დეკემბერს, პროექტის ფარგლებში მოეწყო კინოჩვენება, რომელსაც უძღვებოდა კინომისიონერი ტარიელ დათიაშვილი.
პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა ნახეს თენგიზ აბულაძის ფილმი - „სხვისი შვილები”.
მხატვრული ფილმი კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ 1958 წელს გადაიღეს. ის რეალური ამბის, საგაზეთო სტატიის საფუძველზე შეიქმნა. „სხვისი შვილები” მარტოხელა მამისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის ცხოვრებას გვიჩვენებს.
ფილმმა 1965 წელს იტალიაში, პორტა-ტერმოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო ჯილდო, “ვერცხლის ნეადა”.
კინოჩვენება საინტერესოდ წარიმართა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა იმსჯელეს მშობლებისა და შვილების ურთიერთობის შესახებ. დაფიქრდნენ უფლებებზე, მოვალეობებზე და პასუხისმგებლობებზე, რომელიც აკისრია მშობლებს შვილებისადმი და შვილებს მშობლებისადმი.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“