სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარტვილის N2 სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას საინტერესო პრეზენტაციით თანამედროვე უცხოელი და ქართველი ხელოვანები გააცნეს
10-01-2024
-
+


აზა ადამიას სახელობის მარტვილის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის I სემესტრი საინტერესო და მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობებით, პროექტებით იყო დატვირთული.

ერთ-ერთი ასეთი პროექტის პრეზენტაცია სკოლაში, X კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნუნუ გეგეჭკორის ხელმძღვანელობით, თემაზე - „მკვლელი სილამაზე“ ჩაატარეს.

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს თანამედროვე უცხოელი და ქართველი ხელოვანები, რომლებიც თავიანთ შემოქმედებაში იყენებენ მრავალფეროვან ტრადიციულ და არატრადიციულ მასალებსა თუ ტექნოლოგიებს.

ბავშვებმა ასევე ისაუბრეს უჩვეულო ფორმების, ხერხებისა და მეთოდების გამოყენების, ტრადიციული და არატრადიციული მასალების შესაძლებლობებზე XX-XXI სს-ში.

მოსწავლეებმა ასევე ჩაატარეს ექსპერიმენტი - „სხვადასხვა ფერის მარკერში მელნის დაყოფა შემადგენელ კომპონენტებად ქაღალდის ქრომატოგრაფიის საშუალებით“ და კლასში წარადგინეს მისი შედეგი.

მათ ასევე, სამოქალაქო განათლებაში მიღებული ცოდნის საფუძველზე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგ რაისა გულორდავას ხელმძღვანელობით თემაზე: „ადამიანის უფლებები, ძალადობა და საზოგადება, გარემოს დაცვა“ კლასში საინტერესო ნამუშევარი წარადგინეს.

ბავშვებმა ისაუბრეს, თუ როგორ განსაზღვრეს ნამუშევრის მთავარი იდეა, შეიმუშავეს მთავარი კონცეფცია და გაითვალისწინეს ახალი წლის შემობრძანება.

ექსპოზიციაზე წარდგენილი იყო ტრადიციული და არატრადიციული მასალების გამოყენებით შექმნილი ნამუშევრები:

  • არატრადიციული, მეორადი მასალებისაგან შექმნილი ნაძვის ხე;
  • არატრადიციული მასალებით  შექმნილი პერფორმანსი  პიროტექნიკის გამოყენების შედეგებზე;
  • ტრადიციული მასალით  შექმნილი პლაკატი „მკვლელი სილამაზე“.

„მოსწავლეებმა გამოხატეს საკუთარი სამოქალაქო პოზიცია და დააფიქრეს დამსწრე საზოგადოება, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია დაუფიქრებელ მოქმედებას და უპასუხისმგებლობას, რომელიც ისევ ჩვენ გვაზიანებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება