სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მე-8 კლასის მოსწავლეთა ინგლისური ენის გაკვეთილი ბულინგის პრევენციას მიეძღვნა 
09-01-2024
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში გარდა საგნობრივი დისციპლინებისა მოსწავლეებს როგორც საკუთარი, ისე სხვების უფლებების დაცვასა და პატივისცემას ასწავლიან და ღირსეულ მოქალაქეებად ზრდიან. ამ მიზნით, კი 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრის მანძილზე სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა თუ ღონისძიება გაიმართა. 

„ბულინგი კვლავ არ კარგავს აქტუალობას და საზოგადოებისათვის ყველაზე განხილვადი თემაა“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც მე-8 კლასის მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე ინგლისური ენის გაკვეთილი მიეძღვნა ბულინგის პრევენციასა და მისი აღმოფხვრის ალტერნატიული გზების ძიებას.

მოსწავლეებმა ვიდეორგოლის ჩვენების შემდეგ გამართეს დისკუსია ბულინგით გამოწვეულ პრობლემებსა და მათ იდენტიფიცირებაზე.

მერვეკლასელებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია პრობლემის არსებობის აღიარება და მისი პრევენცია. მათ განიხილეს ბულინგის სახეები, მაგალითად, როგორიცაა კიბერბულინგი, სიტყვიერი თუ ფიზიკური ჩაგვრა. ასევე, შეასრულეს სხვადასხვა ტიპის აქტივობები, როგორც წყვილებში, ისე ინდივიდუალურად.

„გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში არა მარტო სამეტყველო უნარების წარმოჩენა, არამედ თანაგანცდის უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. მოსწავლეებმა ინგლისურის მასწავლებელ, სალომე საგანელიძესთან ერთად გაიაზრეს თუ რა ფასეულია არაძალადობრივი ცხოვრება, დისკრიმინაციასთან ბრძოლა, მიმტევებლობა და ურთიერთპატივისცემა“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

ინგლისური ენის გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი ნინო ვარდოსანიძე და საინფორმაციო მენეჯერი მარი ივანიძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება