სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან სამხედრო მოსამსახურეებმა საგანმანათლებლო შეხვედრა ჩაატარეს
09-01-2024
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება, რაც სხვადასხავა საკითხზე მოსწავლეთა ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. 

ამ მხრივ გამორჩეული იყო 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრი. 

5 დეკემბერს, სკოლის უფროსი კლასების მოსწავლეებს ჩაუტარდათ საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ჯარისკაცები - ვლადიმერ ჩიხლაძე და ნუგზარ დარჩიძე უძღვებოდნენ. 

შეხვედრა გაგრძელდა დაახლოებით 1.5 საათი და წარიმართა ინტერაქტიულ ფორმატში, რაც მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.

აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის - „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში.

პროექტი ითვალისწინებს მოზარდებსა და ახალგაზრდებში საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ ცნობადობის ამაღლებას, ჯარის პოპულარიზაციას, პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის ხელშეწყობას.

„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში ჯარისკაცებმა მოსწავლეებს სალექციო ფორმატში, პრეზენტაციების სახით გააცნეს თავდაცვის ძალების ისტორია, ამოცანები, თავდაცვის ძალებში მოხვედრისა და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები.

მოსწავლეებმა მიიღეს საინტერესო ინფორმაციები საერთაშორისო მისიებში, საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ. ისინი დაინტერესდნენ საქართველოს ეროვნული გმირებით, მათ უშუალოდ ჯარისკაცებისაგან მოისმინეს თითოეული მათგანის გმირობის ისტორია.

შეხვედრაზე მოსწავლეებს მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღების, საკუთარი შეხედულებების დაფიქსირებისა და თემატურად მომზადებულ-შერჩეული, მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეომასალის ხილვის შესაძლებლობა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება