სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საახალწლო კონცერტი ივანდიდის საჯარო სკოლაში
08-01-2024
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში 2024 წლის შემობრძანება განსაკუთრებულად აღინიშნა.

მუსიკის მასწავლებლის - ირმა ჯალაღანის ხელმძღვაანელობით, სკოლაში საახალწლო კონცერტი გაიმართა.

„კიდევ ერთხელ სადღესასწაულო განწყობა შეგვიქმნა მუსიკის მასწავლებელმა ირმა ჯალაღანიამ მაყურებელს, საახალწლო კონცერტის სახით“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებაში ჩართული იყო ყველა საფეხურის მოსწავლე. ბავშვები ლექსების, სიმღერების და ცეკვების მრავალფეროვანი ნომრებით წარდგნენ მაყურებლის წინაშე. 

„სანახაობრივად სასიამოვნო ნომრები ენაცვლებოდა ერთმანეთს და მაყურებელს საახალწლო განწყობას უქმნიდა“, - გვეუბნებიან სკოლაში.

ბავშვებმა ასევე შთამბეჭდავად შეასრულეს ცეკვები და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

„ავთო მასწავლებლისა და ჩვენი სკოლის საამაყო მოსწავლის - მარიამ სიხარულიძის დადგმული ცეკვის რამოდენიმე ნომერიც ვიხილეთ ღონისძიებაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიება ასევე გაამრავალფეროვნა და დადებითი ემოციები შემატა თოვლის ბაბუამ. მისი როლი პედაგოგმა მოირგო და ბავშვები გაახალისა.

„ახალი წელი თოვლის ბაბუას გარეშე რა იქნებოდა. ია მასწავლებელმა სიურპრიზად მოირგო ეს როლი და ბავშვებთან ერთად სცენა დაიკავა. ღონისძიებისთვის მოწყობილ გარემოსაც ჰყავს თავისი შემოქმედნი, რომელმაც სასიამოვნო გარემო შეუქმნეს მონაწილეებს“, - გვეუბნებიან სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება ახალ, 2024 წელს ყველას ულოცავს და ბედნიერებას უსურვებს.

„ფეხბედნიერი იყოს 2024 წელი თითოეული თქვენგანისთვის! მადლობა დღევანდელი დღის ორგანიზატორებს, მონაწილეებს და ყველას ვისაც მცირედი წვლილიც აქვს შეტანილი ღონისძიების მოწყობაში!“.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება