სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 სკოლის მოსწავლეებმა უშუს ეროვნულ ჩემპიონატზე სანიმუშოდ იასპარეზეს
06-01-2024
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა სპორტულ მიღწევებზე აისახება. 

სკოლის დირექცია მორიგ წარმატებულ მოსწავლეებს გვაცნობს. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს საოცარი ბავშვები, გონებრივ აზროვნებას ბრწყინვალედ აკავშირებენ საბრძოლო ხელოვნების სპორტულ სახეობასთან და ფიზიკურ ვარჯიშთან.

2-4 დეკემბერს, თბილისში საქართველოს უშუს მე-20 ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ქუთაისის უშუს გუნდმა - „რკინის კაცები“. სწორედ ამ გუნდის შემადგენლობაში იასპარეზეს ქუთაისის N40 სკოლელებმა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში სპორტსმენები მონაწილეობდნენ მთელი საქართველოდან.

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სანიმუშოდ იასპარეზეს სხვადასხვა სტილში და ტურნირიდან 7 ოქროს მედლით დაბრუნდნენ.

აი სკოლის ჩემპიონებიც:

  1. დავით ლავრელაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი);
  2. მათე გურგენიძე;
  3. დავით სვანიძე;
  4. ბარბარე გონგაძე (ყველაზე პატარა 6 წლის, დებიუტანტი).

სკოლაში გუნდის მწვრთნელს - ზურაბ კაპანაძეს მადლობას უხდიან, მოსწავლეებს კი შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

„მადლობა, გუნდის მწვრთნელს ბატონ ზურაბ კაპანაძეს, დაე მუდამ გეამაყოთ თქვენი მოსწავლებით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება