| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს - ლიზი დავითაძეს და ნატა ყურშუბაძეს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
წარჩინებულ მოსწავლეთა დამრიგებლები - დოდო ბერიძე და ინგა რიონიძე არიან.
სკოლის დირექცია და მასწავლებლები მათ ულოცავენ ამ წარმატებას და წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ დაჯილდოება ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართა, სადაც რეგიონის მასშტაბით 452 წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცა კომპიუტერი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოსთან ერთად ყოველწლიურად ახორციელებს პროგრამას - „ჩემი პირველი კომპიუტერი“, რომლის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ვიდეორგოლში მოსწავლემ დედის მოგონებები გააცოცხლა ივანდიდში გათხოვილ აფხაზ მასწავლებელზე