სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარაბდის საჯარო სკოლა გაწეული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა 
29-12-2023
-
+


9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი, განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებლები მუშაობენ, რომელთაც კვალიფიციური დირექტორი ხელმძღვანელობს. 

მათი საქმიანობის პრინციპი თანამშრომლობა და გუნდურობაა. სწორედ ერთსულოვნებითა და თანამშრომლობით მიაღწია სკოლამ წარმატებას იმ საქმეში, რომელსაც მომავალი თაობის აღზრდა და სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბება ჰქვია. 

2023 წლის მიწურულს, თეთრიწყაროს რესურსცენტრის უფროსმა - ზურაბ აზარიაშვილმა, სასწავლო წლის შემაჯამებელ თათბირზე, თეთრიწყაროს რაიონის გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელების ჩართულობით, მარაბდის საჯარო სკოლას გაწეული საქმიანობისთვის ორი სიგელი გადასცა. ერთი სიგელი ნომინაციაში - „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წლის საუკეთესო თვითმმართველობა“, ხოლო მეორე სიგელი - ავტორიზაციის წარმატებით გავლისათვის, გადაეცა.

მარაბდის საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და დირექცია მადლობას უხდიან რესურსცენტრსა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს, რომლებიც საზეიმო დაჯილდოებაში მონაწილეობდნენ და თეთრიწყაროს სკოლების დირექტორებს, სხვადასხვა ნომინაციაში, დამსახურებული სიგელები გადასცეს.

„ძველი ქართული ანდაზაა „სანთელ-საკმეველი გზას არ დაკარგავსო“ და მართლაც, მოსწავლეების მიმართ მხარდაჭერით და მათი ჩართულობით, ჩემი პედაგოგების გაწეული შრომაც დაფასდა. მარაბდის სკოლა ხომ „პირველი მერცხალი“ იყო, რომელმაც ავტორიზაციის რთული გზა გაიარა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის პირველი ავტორიზებული სკოლა გახდა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება