| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში წინასაახალწლო სამზადისია. პედაგოგები მოსწავლეებს განწყობის ამაღლებისა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარების მიზნით, საინტერესო ღონისძიებებს სთავაზობენ.
ამჯერად, II ბ კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ქრისტინე ნიკოლეიშვილის ხელმძღვანელობით საახალწლო კარნავალი გამართეს. ბავშვები სადღესასწაულო სამოსში გამოეწყვნენ, ცეკვები, სიმღერები შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
კარნავალმა იქ მყოფ თითოეულს ადამიანს განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.
ეს დღე მოსწავლეთათვის ერთ-ერთი გამორჩეული და დაუვიწყარი იყო სასკოლო ცხოვრებიდან.
მსგავსი ღონისძიებები, აქტივობები მოსწავლეებს ერთმანეთთან მეტად აახლოებს და მათ საჭირო უნარებს უვითარებს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“