სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა საბავშვო მწერალს მისივე ნაწარმოების ინსცენირებით უმასპინძლეს
25-12-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში წიგნიერი მოსწავლეები იზრდებიან. მოწაფეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ და მათი მხატვრული ლიტერატურით დაინტერესების მიზნით არაერთ ღონისძიებას ატარებენ. 

ახლახან ბავშვებმა ქართველ პოეტს, საბავშვო მწერალსა, მთარგმნელს - მარიამ წიკლაურს უმასპინძლეს. მოსწავლეები სასურველი სტუმრის წინაშე მისივე ნაწარმოების ინსცენირებით წარდგნენ და საყვარელ ავტორზე დიდი შთაბეჭდილებაც მოახდინეს. 

მარიამ წიკლაური შთაბეჭდილებებს სოციალური ქსელის საშუალებით გვიზიარებს.

„დღეს, დავასრულე 2023 წლის შეხვედრები სკოლებში. საქართველოს საპატრიარქოს წმ ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა მიმასპინძლეს პედაგოგ მარი თაბაგარის ინიციატივით. პირველმა კლასელებმა მარი მასწავლებლის არაჩვეულებრივი პიესა წარმოადგინეს, რომელიც „ჩემი აფრიკელი ბებიას“ სასცენო ვერსია აღმოჩნდა. ვერ წარმოვიდგენდი ასე პატარა ბავშვებს ამდენი თუ შეეძლოთ, თითქმის საათიანი წარმოდგენა გამართეს, უამრავი ლექსით, სიმღერით დამშვენებული. მარი მასწავლებელი არის მათი რეჟისორიც, სცენარისტიც, სცენოგრაფისტიც. ისეთი კარგი ბავშვები გავიცანი. მშობლებიც გვესწრებოდნენ, ავტოგრაფებიც დავარიგეთ, მერე კი მეოთხე კლასში გადავინაცვლეთ. იქ უკვე დიდი მკითხველებივით მესაუბრნენ „ჩემს აფრიკელ ბებიაზე“. აინტერესებდათ, რამდენად რეალური იყო ქვის ტროლად გადაქცევის ამბავი, ან რატომ ავირჩიე აფრიკის კონგო და არა სხვა ქვეყანა, რამდენ ხანში დავწერე ეს წიგნი, როგორ ვქმნი ამ სიტყვათა ახალ კომპოზიტებს და უამრავი რამ. ყველა შეხვედრის მერე ის მახარებს, რომ ბავშვები კითხულობენ წიგნებს, არიან ძალიან გონიერები, ფიქრობენ, აზროვნებენ და მზად არიან სამყაროდან სიკეთის მისაღებად და გასაცემადაც. მადლიერებით ვარ სავსე მთელი სკოლის მიმართ. როგორი გულთბილი დახვედრა მომიწყვეს სკოლის მესვეურებმა, როგორ უვლიან თავიანთ სკოლას, მოსწავლეებს და რა კარგი მასწავლებლები ჰყავთ. მადლობა, დღევანდელ ჩემს მასპინძლებს, ბავშვებს და ყველას ვინც ამ შეხვედრაში მონაწილეობდა.

ასევე მინდა ჩემს მკითხვლს გავუზიარო სიხარული, რომ სულ მალე „ჩემი აფრიკელი ბებიას“ ( გამომცემლობა პალიტრა L) რეპრინტი დაიბეჭდება:) ეს უკვე წიგნის გამარჯვებაა!

მარი მასწავლებელო, თქვენ განსაკუთრებული მადლობა ამდენი შრომისთვის და სიხარულის ჩუქებისთვის! ბედნიერი ახალი წელი, ჩემო ახალო მეგობრებო!“,- წერს მწერალი სოციალურ ქსელში. 

ფოტო: მარიამ წიკლაურის facebook-გვერდი


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შეიცვალა თუ არა აკრძალული ნივთების ჩამონათვალი - გამოცდები 2026

მოსწავლე სასტუმროს მეორე სართულიდან გადავარდა - სავარაუდოდ ბავშვები ექსკურსიაზე იყვნენ

379 957 ბავშვი, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება - ომბუდსმენის 2025 წლის ანგარიში

მინისტრის ბრძანებით განახლდა საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის ფუნქციები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ღონისძიება მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა და არაერთი საგანმანათლებლო, შემოქმედებითი თუ საზეიმო ნომერი გააერთიანა

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება