სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„როგორ ხვდებოდნენ ძველად ქართველები ახალ წელს“-  სამთაწყაროს საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეთა წარმტაცი ღონისძიება
25-12-2023
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში ჯადოსნური წინასაახალწლო განწყობა სუფევს. მოსწავლეთა მოტივაციაზე დირექცია და პედაგოგები ზრუნავენ, რომლებიც მოწაფეებს საზეიმო ღონისძიებებითა და აქტივობებით ანებივრებენ. 

ახლახან, IV კლასის დამრიგებელმა დამასწავლებელმა - განგა ჭუჭუხაშვილმა თავის სადამრიგებლო კლასში მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად იზეიმა ახალი წელი. გაიმართა საინტერესო ღონისძიება სახელად - „როგორ ხვდებოდნენ ძველად ქართველები ახალ წელს“.

ღონისძიება უამრავი აქტივობით იყო გაჯერებული. მოსწავლეებმა ისაუბრეს თუ როგორ ხვდებიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ახალ წელს, რომელ ტრადიციებს იცავდნენ ჩვენი წინაპრები და დღეს რომელი ტრადიცია მიეცა დავიწყებას.

ღონისᲫიებაში მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი, დასახელდა სხვადასხვა ნომინაცია, გაიმართა  ნომინაციების შესაბამისი სიგელებით დაჯილდოება, რომელსაც, როგორც სკოლაში გვიყვებიან, დიდი სიხარული და ბედნიერება ახლდა.

მოსწავლეებმა მშობლებს სიურპრიზად კითხვების აქტივობა შესთავაზეს, რასაც ისინი დიდი სიხარულით დათანხმდნენ.

მშობლები ორ გუნდად დანაწილდნენ და პასუხების სისწრაფისა და სისწორის მიხედვით მოიპოვეს ქულები. 

„აქტივობა ძალიან სახალისო აღმოჩნდა მათთვის. მშობლებისგან ბავშვებს სიურპრიზად საჩუქრებიც ერგოთ. ამ ყველაფერმა კი ღონისძიებას უფრო მეტი სადღესასწაულო ელფერი შესძინა“,- გვეუბნებიან სკოლაში და სასკოლო საზოგადოებას ბედნიერ შობა-ახალ წელს უსურვებენ. 

„გისურვებთ, ბედნიერ დამდეგ შობა- ახალ წელს. გისურვებთ, წარმატებებს მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებელს!“- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება