სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ზამთრის მეფე“ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პირველკლასელთა შთამბეჭდავი საახალწლო წარმოდგენა
25-12-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში ახალი წლის შემობრძანებას დიდი სიხარულით და ჟრიამულით ხვდებიან.

ზოგადად, ეს სკოლა იმით არის გამორჩეული, რომ გუნდური მუშაობა და ურთიერთანადგომა მთავარი პრიორიტეტია.

ამ უდიდეს და საპასუხისმგებლო მისიას, დაარსების დღიდან, უმთავრეს მოვალეობად მიიჩნევს სკოლის დირექტორი ლალი მელივა. ამგვარი დამოკიდებულება, სასწავლებლის დაარსებიდან დღემდე, თითოეული პედაგოგისთვის ცხოვრების წესად იქცა.

სწორედ ასეთი მაჟორული განწყობა დაჰკრავდა Iბ კლასის საახალწლო წარმოდგენას - „ზამთრის მეფე“

კლასის დამრიგებელმა, ნინო გაგოევმა შესანიშნავად, პატარების ხასიათის შესაბამისად, გადაანაწილა როლები და წარმოდგენაც ხალისიანად და საინტეროსოდ წარიმართა.

მხატვარ მარი მჟავიას შექმნილმა სასცენო დეკორაციამ კიდევ უფრო სანახაობრივი და მშვენიერი გახადა სცენა.

მუსიკალურმა შესრულებამ, რომელიც ნინო ბიბილურის ჯადოსნური კლავიშის და უზადო შემოქმედებითი ოსტატობის შედეგი იყო, მაყურებელის მხურვალე აპლიდისმენტები დაიმსახურა.

ნათია ხუჭუას ქორეოგრაფიულმა ნომრებმა უფრო დიდი ხიბლი შესძინა წარმოდგენას. მოსწავლეებისა და დამრიგებლის მიერ შესრულებულმა საცეკვაო გამოსვლამ წარმატებით დააგვირგვინა დღის ემოციური განწყობა.

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები წარმატებას უსურვებენ ყველას, ვინც სკოლის აღსაზრდელების ინტელექტუალური და შემოქმედებითი განვითარებისთვის ენერგიას არ იშურებენ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება