სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ახალი წელი პიროტექნიკის გარეშე“ - კუჭატნის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
25-12-2023
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო აქტივობები ეწყობა.

ამჯერად, მასწავლებლებმა - დიანა მიქაუტიძემ, მარინა ლაფაურმა, გალინა ღვინიაშვილმა, დავით თედეიშვილმა და მარი ესიტაშვილმა, სკოლის თვითმმართველობასთან ერთად, პროექტი - „ახალი წელი პიროტექნიკის გარეშე“ განახორციელეს. მისი მთავარი მიზანი ცნობიერების ამაღლება იყო. მოსწავლეებმა პიროტექნიკის გამოყენებით გამოწვეული პრობლემები კარგად გაიაზრეს; გარდა ამისა, პრეზენტაციის, ჯგუფური მუშაობის, ასევე გარემოსდაცვაზე ზრუნვის უნარი გამოიმუშავეს.

პირველ ეტაპზე, მოსწავლეთა თვითმმართველობამ მოიძია ინფორმაცია პიროტექნიკის გამოყენებით გამოწვეულ ზიანზე და აღნიშნული მასალა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს გააცნეს. შემდეგ გააკეთეს პრეზენტაცია, მოძიებული ინფორმაცია, წარუდგინეს მოსწავლეებს, მათ გაიაზრეს და ერთობლივად იმსჯელეს მოცემულ საკითხზე.

მათ საკითხზე ინტერვიუ სკოლის დირექტორს - ნინო მელქოშვილს, ბიოლოგიის მასწავლებელს - მარიამ ესიტაშვილს და სკოლის ექიმს - ხათუნა კაციაშვილს ჩამოართვეს. მოსწავლეებმა ასევე დაამზადეს ბუკლეტები, რომლებიც როგორც სკოლაში, ასევე თემში დაარიგეს.

„XI საუკუნეში ახალი წლის მოახლოებასთან ერთად პიროტექნიკის გამოყენება აქტიური ხდება. იქიდან გამომდინარე, რომ გავიაზრეთ ეს პრობლემა, ამის პრევენციისთვის ჩვენმა მოსწავლეებმა იზრუნეს ცხოველებზე და ფრინველებზე და დაამზადეს მათთვის ზამთრის საბინადროები. საზოგადოებამ ერთხმად აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან დროული და საჭირო ინფორმაცია, რისთვისაც ამ პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს როგორც ბავშვებს, ასევე მასწავლებლებს. მრავალ მშვიდობიან, უსაფრთხო და ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ ყველას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება