სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კუჭატნის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „საპოვნელა“ მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის ნახევარფინალში გადავიდა 
22-12-2023
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლა 2020 წლიდან, ბიოლოგიის მასწავლებლის - მარიამ ესიტაშვილის ხელმძღვანელობით, აქტიურად არის ჩართული მასშტაბურ გარემოსდაცვით პროექტში - „ნიკო კეცხოველის პრემია“.  

პროექტის განხორციელებისთვის სკოლაში ჩამოყალიბდა ეკოკლუბი „საპოვნელა“. პროექტის ხორცშესხმას ყველანაირად ხელს უწყობს სკოლის დირექტორი ნინო მელქოშვილი.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა უამრავი გარემოსდაცვითი პროექტი, დასუფთავდა და გამწვანდა სოფლის და სკოლის გარკვეული ტერიტორია. მოსწავლეებმა მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლები დაამზადეს, ჩიტებისთვის კი ბუდეები. ჩაატარეს აქცია-პერფორმანსი პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით და უამრავი სხვა. 

ახალ კი, კუჭატნის საჯარო სკოლა გადავიდა ნიკო კეცხოველის პრემიის ნახევარფინალში, ამასთან დაკავშირებით, კომპანია CENN-მა კლუბის წევრებს საჩუქრად მაისურები უსახსოვრა. სკოლამ კი მიიღო სერტიფიკატი, რისთვისთვისაც სკოლაში მათ დიდ მადლობას უხდიან. 

„ეს იყო კარგი მოტივაცია მოსწავლეებისთვის. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი აღნიშნულ პროექტში უამრავი ახალი იდეებითა და აქტივობებით. წინ ფინალისკენ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება