სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლუკა სამხარაძე  2023 წლის საუკეთესო მოხალისედ დასახელდა 
22-12-2023
-
+


ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებსა და ღონისძიებებში და წარმატებასაც აღწევენ. 

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მეთერთმეტეკლასელი ლუკა სამხარაძე, რომელიც აქტიურ მოხალისეობრივ საქმიანობას ეწევა. ახლახან, ის 2023 წლის საუკეთესო მოხალისედ დასახელდა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდი“, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, ახორციელებს მასშტაბურ მოხალისეობრივ პროექტს ახალგაზრდებისთვის. 

პროექტში ჩართულმა 150-ზე მეტმა მოხალისემ გაირა პროფესიონალური ტრენინგები, დაიწყეს თავიანთ თემში კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზებზე მუშაობა.

ერთ-ერთი მათგანი იყო ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლუკა სამხარაძე, რომელიც 2023 წლის საუკეთესო მოხალისე გახდა.

ლუკა თავისი საქმიანობის შესახებ გვიყვება: 

„2023 წლის საუკეთესო მოხალისის ჯილდო მივიღე ახალგაზრდების მხარდაჭერის ნომინაციით, წლის განმავლობაში მოხალისეობრივად განვახორციელე და ადვოკატირება გავუწიე 15-მდე მაშტაბურ პროექტს და ასევე, ორგანიზება გავუწიე მრავალ პროექტს ადგილობრივ დონეზე, საკითხები მოიცავდა ქველმოქმედებას, გარემოს დაცვას, ინკლუზიურობას, კულტურულ საკითხებს, წყლის უსაფრთხოებას.

ასევე, ჩავატარე სახალხო კვლევები რაც დამეხმარა პრობლემების უკეთეს დასახვაში და მათი გადაჭრის გზების პოვნაში. მიმდინარე წელს ჩემს მიერ ორგანიზებული პროექტები 500-ზე მეტ ბენეფიციარს შეეხო და თითოეული მათგანისგან მივიღე პოზიტიური უკუკავშირი.

2023 წლის საუკეთესო მოხალისის ჯილდოს მოპოვებით ჩემი მოტივაცია უფრო იზრდება, მინდა გავზარდო მოხალისეობის მასშტაბები, ადვოკატირება გავუწიო პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას, ვიმედოვნებ, რომ ჩემი ჯილდოს მოპოვება მამოტივირებელი იქნება არამარტო ჩემთვის, არამედ ყოველი იმ ადამიანისთვის და ახალგაზრდისთვის ვისთანაც წლევანდელ წელს შეხება მქონდა“,- აღნიშნავს ლუკა სამხარაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება