სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეკოლოგიური განათლების კუთხით ცნობიერება აიმაღლეს
21-12-2023
-
+


საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია, UWDP-ის ფინანსური ხელშეწყობით ახორციელებს პროექტს - „კონფლიქტით დაზარალებულ ახალგაზრდების ეკოლოგიური განათლების ხელშეწყობა“. EU4Dialogue პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ქსოვრისის საჯარო სკოლა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის სკოლა მონაწილეობს, განხორციელდა რიგი აქტივობები, ჩატარდა ტრენინგები და თითოეული სკოლიდან ეკოკლუბები შეიქმნა. 

16 დეკემბერს ორივე სკოლის მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლაში, აღნიშნული სკოლის ეკოკლუბმა საინტერესო გამოცდილება გაუზიარა სტუმრებს, ამის შემდეგ კი ეკოკლუბელებმა, ტრენინგების ფარგლებში გაიარეს ​ინტერპრირებული სალაშქრო მარშრუტი არწივების ხეობაში, მოინახულეს ვაშლოვნის ნაკრძალის მუზეუმი, გაეცნენ ნაკრძალში მცხოვრებ ცხოველებისა და მცენარეების სახეობებს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბავშვებმა აიმაღლეს ცნობიერება ეკოლოგიური განათლების კუთხით.

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის  ეკოკლუბს მასპინძლობისათვის და პროექტის ხელმძღვანელს  ნინო თიგიშვილს გაწეული შრომისათვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება