სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყვარლის N2 სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურულ ღონისძიებაზე მეათეკლასელი თიკა ბაღაღოშვილის ნაწარმოები განიხილეს
14-12-2023
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლაში ლიტერატურული კლუბი აქტიურად ფუნქციონირებს, რომლის წევრები სხვადასხვა შეხვედრასა და ღონისძიებას დიდი ენთუზიაზმით აწყობენ.

12 დეკემბერს სკოლის სააქტო დარბაზში კლუბის წევრებმა საინტერესო და განსხვავებული ლიტერატურული დღე მოაწყვეს, რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

როგორც გვიყვებიან, კლუბის ხელმძღვანელმა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - მზია ბაიდოშვილმა, კლუბის წევრებს სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის - თიკა ბაღაღოშვილის დაწერილი და ბეჭდური სახით გამოცემული დიდი მოცულობის ნაწარმოები „ფრთამოტეხილი ანგელოზი“ შესთავაზა განსახილველად, საკუთარი მოსაზრებებისა და დამოკიდებულების გამოსახატად.

„მოსწავლეები დიდი სიხარულითა და ინტერესით შეხვდნენ სიახლეს, თანასკოლელის, თანატოლის, მეგობრის დაწერილ ნაწარმოებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ ბავშვებმა მისთვის ნახატები შექმნეს, ერთად იზრუნეს წიგნის ყდის დიზაინზე და როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თავად წიგნად გამოცემის საკითხთან დაკავშირებით.

„ძალა ერთობაშიაო“ და ეს განსაკუთრებით გამოვლინდა თიკასთვის გაწეულ მეგობრობასა და თანადგომაში. ნაწარმოები თინეიჯერებმა ჭეშმარიტად აიტაცეს, შეიყვარეს, გულში ჩაიხუტეს. საყვარელი გმირი გახდა მთავარი პერსონაჟი ანასტასია, ვისაც მცირე ასაკიდან მოუწია დაპირისპირება გულგრილობასთან, სიმარტოვესთან, ეგოიზმთან, ცხოვრებისეულ სირთულეებთან და საკუთარი პროტესტი იმ სიუხეშითა და თავნებობით გამოხატა, რაც თავად მკითხველში ნაწარმოების დასაწყისშივე იწვევს გაღიზიანებას, თუმცა თანდათან გვანახებს 15 წლის ავტორი, სოფელში შეძენილი მეგობრებისა და ბებიის სიყვარული როგორ ამსხვრევს მასში მოჩვენებით სიძულვილს, გულგრილობას, უზნეობას, მავნე ჩვევებს და სითავხედესაც კი. უტიფარ ახალგაზრდა ქალიშვილში იღვიძებს ყველა ის მშვენიერი გრძნობა, რომელიც შემდეგში მას ამაღლებს სულიერად და ნატიფს ხდის, აკეთილშობილებს. თანამედროვე მოზარდის ცხოვრება სახასიათოა რეალური ცხოვრებისთვის და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ტიპის რეკომენდაციები შეიძლება გაიცეს რჩევების სახით ავტორისთვის, რათა მეტი ლიტერატურული ღირებულება მიენიჭოს ნაწარმოებს, ის მაინც საინტერესოდ იკითხება, ამოუსუნთქავად, რადგან გეჩქარება გაიგო შემდეგში რა მოხდება. წიგნში მოცემული ზოგიერთი დიალოგი იმდენად იუმორისტიულია, რომ გიყვარდება... გიყვარდება ყველა პერსონაჟი!“, - გვიყვებიან სკოლაში.

წიგნის წარდგენისა და განხილვის დასასრულს, ავტორის შესახებ მისმა მასწავლებლებმა, სკოლის დირექტორმა ლეილა ქოჩორაშვილმა, მიწვეულმა სტუმრებმა, მწერლებმა - იზოლდა იოსებიანმა, ეკატერინე ავაზაშვილმა,  ყვარლის მთავარი ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ნინო მიქელაძემ ისაუბრეს.

„რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად ისაუბრა თიკას შესახებ თავად კლუბის ხელმძღვანელმა, ქ-მა მზიამ. უდიდესი და ულევი მადლობა მას იმისათვის, რომ ლიტერატურული კლუბი დაარსების დღიდან დღემდე აქტიურად ზრუნავს მოსწავლეებში წიგნის მიმართ სიყვარულის გაღვივებას და ყოველ ჯერზე სიახლეებს სთავაზობს კლუბის წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს“, - ამბობენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა ნიჭსა და უნარებს ყოველთვის აფასებენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო 3 გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - 6 გამოცდის პირველადი შედეგები ცნობილია

 სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი - გაიგეთ, როგორ ხდება ქულის გათანაბრება 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ტრენინგი ხელს უწყობს სწავლების ინდივიდუალური მიდგომებისა და ეფექტური სტრატეგიების განვითარებას

გაიმართა გრანდიოზული გამოსაშვები ღონისძიება

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება