სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წინარეხის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა 
13-12-2023
-
+


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში, მუსიკის კონსულტანტ-მასწავლებლის - მარინა სიხუაშვილის ორგანიზებითა და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ჩატარდა სასკოლო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს სკოლის დაარსების ისტორია, რომელშიც დიდი წვლილი მიუძღვის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. აღსანიშნავია, რომ 1882 წელს წინარეხის სკოლის პედაგოგ სალომე მაღალაშვილის მიწვევით ილია ჭავჭავაძე და იაკობ გოგებაშვილი სასწავლებელს ესტუმრნენ.

მოსწავლეებმა, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით, წარმოადგინეს თოჯინების თეატრი, ასევე, შეასრულეს მუსიკალური ნომრები.

აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლისა და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები, ასევე მიწვეული სტუმრები: პროგრამის - „ასწავლე საქართველოსთვის“ მენეჯერი ლალი წიკლაური, კოორდინატორი თამთა ნაცვალაძე და ცენტრის მუსიკის ექსპერტ-კონსულტანტი რუსუდან თაყაიშვილი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება