| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ბავშვები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრში აქტიურად ერთვებიან.
ახლახან, სკოლის მოსწავლეები ეროვნულ სპორტულ ოლიმპიადაში - „მხიარული სტარტები“ მონაწილეობდნენ. ოლიმპიადის რაიონული ტურისთვის, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ისინი, სპორტის მასწავლებელ გრიშა თოდრიასთან ერთად, დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ემზადებოდნენ.
მოსწავლეებმა ოლიმპიადის ფინალში გადასვლა მოახერხეს, რამაც მათ მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლა.
შეჯიბრში ასევე ჩართული იყო მოსწავლის მშობელი ნინო კვირიკაძე.
„მან შესანიშნავად ითამაშა და წარმატება მოუტანა გუნდს. ეს გამარჯვება დიდი მოტივაციაა მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლაში პედაგოგ გრიშა თოდრიას და მოსწავლეებს მადლობას უხდიან ამ წარმატებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში