სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები კოდის წერის გლობალურ კამპანიას შეუერთდნენ
07-12-2023
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ, რაც სასწავლო პროცესს კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს. 

ამჯერად, მე-6 კლასში, მასწავლებელ ქრისტინა ქუთათელაძის ხელმძღვანელობით, კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა. მისი თემა იყო - „კოდის წერის ერთი საათი“. 

აღნიშნული გაკვეთილით, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში კოდინგის პოპულარიზაცია და ინოვაციური განათლების ხელშეწყობა იყო, მოსწავლეები გლობალურ კვირეულს შეუერთდნენ და დაკისრებულ დავალებებს თავი ძალიან კარგად გაართვეს.
როგორც სკოლაში ამბობენ, მათ სწორი გათვლები შეასრულეს, მითითებები გასცეს და დამსახურებული სერტიფიკატები მიენიჭათ.
 
„Hour of Code™ არის კომპიუტერული მეცნიერებების - პროგრამირებისა და კოდინგის საერთაშორისო კამპანია, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს 180 ქყვეყანასა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ასეულობით მილიონ მოსწავლე-მასწავლებელს აერთიანებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება