| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. სკოლაში, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით სხვადასხვა სახის პროექტი და აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლის X კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, საქველმოქმედო ხასიათის პროექტი „ინატრე რამე ამ ახალ წელს“ დაგეგმეს.
პროექტის ფარგლებში, ასევე დაიგეგმა გამოფენა-გაყიდვა, რომელიც გაიმართა 1-ელ დეკემბერს.
პროექტმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოიცვა სრულიად სასკოლო საზოგადოება: I - XII კლასების მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები, დირექცია, ტექპერსონალი, სკოლის მანდატურები.
„თითოეულ მათგანს უღრმეს მადლობას ვუხდით თანადგომისა და აქტიური ჩართულობისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი მასალა, მათ შორის ხელნაკეთი ნივთები, მოსწავლეთა ნახატები, სათამაშოები, ტკბილეული, წიგნები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თითოეულ მონაწილეს გათავისებული ჰქონდა ღონისძიების მიზანი, განმსჭვალული იყო მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა მიმართ ემპათიით.
„გაყიდული ნივთებიდან შემოვიდა თანხა 240 ლარი. მშობლებმა და მასწავლებლებმა გამოთქვეს აზრი, რომ შეგროვდეს ტანსაცმელიც, ხოლო შეგროვილი თანხით მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს მივულოცოთ ახალი წელი და ვუთხრათ, რომ გვსურს ვუწილადოთ სითბო და სიყვარული“, - ამბობენ სკოლაში.
კლასის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მარიკა ღვინიაშვილი გახლავთ, ხოლო - დამრიგებელი მარინა ზურაბაშვილი.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ახლა რომ ჩაყარო ორჯერ მეტი ფული განათლებაში, ეს იქნება მთლიანად გადაყრილი...“
„მე თქვენ მეამაყებით, ჩემო პატარა შვილებო, ჩვენო მომავალო თაობავ!“
გოგონებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ანი ჯაჯანიძემ, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა