სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განთიადის საჯარო სკოლის მეთორმეკელასელ მარი ართმელაძეს წლის საუკეთესო მოხალისის ტიტული გადაეცა
06-12-2023
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა, რაც მოსწავლეთა ინტერესებსა და მიღწევებზე აისახება. მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრში დიდი ინტერესით, ხალისითა და მონდომებით მონაწილეობენ.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მეთორმეტეკლასელი მარი ართმელაძე, რომელიც წალკის საფეხბურთო კლუბ „ეძანის“ გოგონათა გუნდში თამაშობს. მის მსგავსად სპორტით ბევრი მოსწავლეა დაინტერესებული.

ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ გაზაფხულზე განთიადელი ბავშვები შეკრიბნენ, II-VII კლასის მოსწავლეები გააერთიანეს, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის აღნიშნულ მოსწავლეს. გოგონები და ბიჭებიც ერთ გუნდად შეიკრნენ და დაირქვეს FC gantiadi.

ისინი, დადიან სხვადასხვა სოფელში, სადაც აწყობენ შეჯიბრებებს.

„ბავშვებმა დატოვეს ეკრანები და მთელ თავისუფალ დროს სტადიონზე ატარებენ. იკრიბებიან საყვარელი გუნდების საგულშემატკივროდ, „ეძანის“ თამაშებზე ყოველთვის დადიან და ქომაგობენ. არცერთი დღე არ ჩაუგდიათ, რომ სავარჯიშოდ არ შეკრებილიყვნენ, ხან ღამე, ხან წვიმაში, თოვლშიც კი თამაშობენ“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოედნის დაზიანებული საფარი და ღობე, რომელიც ძლიერმა ქარმა დააზიანა ბავშვებმა, საკუთარი ხელით შეაკეთეს, რომ დაგეგმილი შეჯიბრი არ ჩაშლოდათ და მოაწყვეს ამხანაგური თამაში სოფელ საყდრიონის მოსწავლეებთან. 

აღნიშნულ დღეს, ბავშვებმა გუნდური მუშაობა და ერთმანეთის მხარდაჭერა გამოავლინეს.

„ამ ყველაფრისგან ბავშვებმა მოკლე დროში ისწავლეს გუნდურობა, ერთმანეთის მხარდაჭერა, მიზნისთვის ბრძოლა და რაც მთვარია, პატარა სოფლის ბავშვები დიდი მიზნებისთვის გაერთიანდნენ და პატარა გოგოს ხელმძღვანელობით ყველაფერს აკეთებენ, რომ ერთმანეთის ოცნებები აასრულონ, არ უშინდებიან სირთულეებს და გამოწვევებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ამ ყველაფერს, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მეთორმეტეკლასელი მარი ართმელაძე, დიდი ენთუზიაზმით, მოხალისეობრივად აკეთებს და ოცნებობს, რომ თამაშით მიღებული პირველი ჰონორარით თავის გუნდს შეუძინოს სავარჯიშო ინვენტარი და სპორტული აღჭურვილობა, ფორმები, ბუცები.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ მარი წლის საუკეთესო მოხალისის ჯილდოზე იყო წარდგენილი. მას  „მოხალისეობრივი საქმიანობის გზით საზოგადოებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ წლის საუკეთესო მოხალისის ტიტული გადაეცა.

„შეიძლება ეს სხვებისთვის პატარა ამბავია, მაგრამ პატარა სოფლის პატარა ბავშვებისთვის დიდი გამარჯვებაა და მწვრთნელს დიდი ზეიმით ელოდებიან“, - ამბობენ სკოლაში.

განთიადის საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეს ამ წარმატებას და მადლობას უხდის გაწეული შრომისთვის. 

იხილეთ ვიდეო1,ვიდეო2


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება