სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„არ გაჩუმდე!“-ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მსოფლიო დღეს პრეზენტაცია მიუძღვნეს
06-12-2023
-
+


ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის პედაგოგები სამაგალითო მოქალაქეებს ზრდიან და მათ გარდა საგნობრივი დისციპლინებისა, როგორც საკუთარი ისე სხვების უფლებების დაცვასა და თანასწორუფლებიანობას ასწავლიან. 

შესაბამისად, სკოლაში, ღონისძიებით გამოეხმაურნენ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს. 

ამ დღესთან დაკავშირებით, VIII3 კლასის მოსწავლეებმა მოქალაქეობის გაკვეთილზე მასწავლებელ ინგა მართალიშვილის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს პრეზენტაცია - „არ გაჩუმდე!“. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი ემსახურებოდა ძალადობის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას. 

„პროექტის მიზანი ცნობადობის ამაღლებაა იმ ფაქტის მიმართ, რომ ქალები მთელ მსოფლიოში ხდებიან ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ოჯახში ძალადობისა და სხვა სახის ძალადობის მსხვერპლნი“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

მოსწავლეებმა განიხილეს პრობლემის მასშტაბურობა და ის სინამდვილე, რომელიც ხშირად დამალული რჩება. შემდეგ კი, რეგიონში არსებული თავისებურებების უკეთ გაცნობის მიზნით მოსწავლეები ეწვივნენ საქველმოქმედო ფონდ „იალქანს“. ფონდი 2015 წლიდან ფსიქოლოგიურ და იურიდიულ დახმარებას უწევს მარტოხელა დედებს, ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და მათ შვილებს.

კითხვაზე, თუ რამდენად ხშირია ოჯახში ძალადობის კუთხით მიმართვიანობის ფაქტები, ქალბატონმა თიკა აბაშიძემ, რომელიც დღის ცენტრის დირექტორია, ბრძანა რომ კვირაში საშუალოდ 22 ფაქტი ფიქსირდება მათთან.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეები გამოსავალს განათლებაში, ცნობიერების ამაღლებასა და საზოგადოების მხრიდან მეტ მხარდაჭერაში ხედავენ.

გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ 25 ნოემბერი აქვს გამოცხადებული.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება