სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს საინტერესო ღონისძიებით გამოეხმაურნენ
05-12-2023
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში, სხვადასხვა მიმართულებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. ამ მიზნით კი, საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება. 

ამჯერად, სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს გამოეხმაურენ. მეათე კლასის მოსწალეებმა ლუკა ჟორჟოლიანმა და ნინი ჟორჟოლიანმა შშმ პირების წინაშე არსებულ ბარიერებზე ისაუბრეს, აღნიშნეს, რომ მათ კვლავაც ექმნებათ გადაადგილების, განათლების, დასაქმების, რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და სხვა ტიპის პრობლემები.

მათ აღნიშნეს, რომ ეს პრობლემა განსაკუთრებით მძაფრად ჩანს ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა.

„შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირებს ყოველდღიურად უწევთ დიდი დაბრკოლებების გადალახვა, რომელიც ვერ ჩაითვლება ღირსეულ ცხოვრებად. შშმ პირების ნაწილი ამის გამო გამოკეტილია დახურულ სივრცეში და თავს საზოგადოების ნაწილად ვერ აღიქვამს, ნაწილი კი მძიმე საზოგადოებრივი სტიგმის მსხვერპლია. სწორედ ამიტომ, დღეს როგორც არასდროს ჩვენ უნდა გვესმოდეს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების თითოეული წევრის ცნობიერებასა და სოლიდარობას შშმ პირების მიმართ“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა. 

აქტივობის დასასრულს, მოსწავლეებმა მხატვრული ფილმი - „კლასის წინ“, ნახეს.

„3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. იგი 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულვებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან. 2019 წლის თემა ფოკუსირებულია შშმ პირთა თანასწორი, მდგრადი ჩართულობის მნიშვნელობაზე გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების გეგმის შესაბამისად, რომლის მთავარი გზავნილია „არავინ დარჩეს პროცესის მიღმა“ და რომელიც შეზღუდულ შესაძლებლობებს განიხილავს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადასაჭრელ საკითხად მდგრადი განვითარების დღის წესრიგის 17 მიზნის განხორციელების პროცესში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება