სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითი პრეზენტაცია და ისტორიის შთამბეჭდავი გაკვეთილი
05-12-2023
-
+


თანამედროვე სამყაროში ისტორიის სწავლება კიდევ უფრო აქტუალური გახდა ზოგადი განათლების, პოლიტიკური მოვლენების ობიექტური და ლოგიკური შეფასებისთვის, რაც ნებისმიერი ასაკის თაობაში უმნიშვნელოვანეს ცოდნად აღიქმება.

ზოგადად, ინფორმაციის მოპოვება, გაანალიზება, შეჯერება და ზოგიერთი საკითხის ახალი ნარატივით, შემოქმედებითი უნარებით პრეზენტაცია საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისო აქტივობაა.

ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ირმა კვანჭიანი, წლების მანძილზე საგაკვეთილო პროცესს წარმართავს შემდეგი პრინციპების დაცვით:

1-გუნდური მუშაობა;

2- მხოლოდ საქმიანი ხმაური;

3- დროის რაციონალურად გამოყენება;

4- ურთიერთპატივისცემა;

5- დებატებში გამომსვლელის ორატორული ხერხების გამოყენება და სუბორდინაციის დაცვა;

თითოეული პუნქტი გუნდური მუშაობის შეფასების ცხრილში სპეციალური ქულებით ფასდება.

ამჯერად, VIIIა კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს თემაზე - „არაბები და ისლამური სახალიფო“.

პედაგოგმა ქვესაკითხები გადაანაწილა სამ ჯგუფში:

1. ისლამი, ერთ-ერთი მონოთეისტური რელიგია;

2. არაბთა მიღწევები: მეცნიერება, ლიტერატურა კულტურა;

3. არაბები და საქართველო;

ნათელია, დავალება მოიაზრებდა ამ ქვეყნის ისტორიის, კულტურის, მეცნიერებისა და რელიგიის საკითხებს. მოსწავლეებმა არაბეთის განვითარების უმნიშვნელოვანესი პერიოდები მატერიალური სახით წარმოადგინეს მაკეტებისა და პოსტერების საშუალებით.

გუნდებად დაყოფილმა ჯგუფებმა არგუმენტირებულად იმსჯელეს სასწავლო თემატიკასთან დაკავშირებით. დასკვნების გამოტანისას მოსმენისა და მეტყველების კულტურის მაღალი დონე გამოავლინეს.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი - ლალი მელივა; ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ირინე კვანჭიანი.

მათი შეფასებით, წარმოდგენილი მასალები დიდი პასუხისმგებლობით იყო შესრულებული, ესთეტიკით და დროსთან შესაბამისი ნიუანსების დაცვით.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება