სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კირიონ II-ის სახელობის ქობულეთის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეები შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს აქტივობებით გამოეხმაურნენ
05-12-2023
-
+


ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, XIა კლასის მოსწავლეები წინასწარ მომზადებული მასალებით დახვდნენ ცენტრის პედაგოგებს და მოსწავლეებს. დაურიგეს საინფორმაციო ფაილები და წითელი ლენტები, რითაც აღნიშნეს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე. 

საგანმანათლებლო ცენტრში აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ დღეს ადამიანების ერთიანობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა მხარი დაუჭირონ აივ ინფიცირებულებს და პატივი მიაგონ შიდსით დაღუპულთა ხსოვნას. 

მოსწავლეებმა, კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ამ დღის დაარსების ისტორიას, აღნიშნეს, რომ შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 1 დეკემბერს აღინიშნება და შიდსის პანდემის მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო შიდსის დღის აღნიშვნის იდეა 1988 წელის შიდსის პრევენციის პროგრამით ჯანდაცვის მინისტრების სამიტზე გაჩნდა. მას შემდეგ ეს იდეა მრავალმა მთავრობამ, საერთაშორისო და საქველმოქმედო ორგანიზაციამ მიიღო მთელ მსოფლიოში.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება