სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წყალი სიცოცხლის წყარო“- ბათუმის N8 სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა კომპლექსურ დავალებას სამაგალითოდ გაართვეს თავი
05-12-2023
-
+


ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს დიდი ინტერესით ასრულებენ. 

ამჯერად, თამარ ანანიძის სადამრიგებლო, VIIIგ კლასის მოსწავლეებმა ქიმიის გაკვეთილისთვის კომპლექსური დავალება - „წყალი სიცოცხლის წყარო“ დაამაუშავეს და წარადგინეს. მათი ქიმიის პედაგოგი მაია ჩაგანავაა. მოსწავლეებმა, საგნების სიყვარულიდან გამომდინარე, სხვადასხვა ჯგუფი შექმნეს.

ჯგუფის - „გეოგრაფები“ წევრებმა გაიხსენეს ინფორმაცია, რა იციან გეოგრაფიიდან წყლის შესახებ. მაგალითად, ასეთი იყო დღის და ღამის ბრიზის წარმოქმნის მექანიზმი. მათ ტბისა და წყაროების მნიშვნელობაზე, დედამიწაზე წყლის არსებობის ფორმებზე, წყალთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გეოგრაფიულ აღმოჩენებზე, დედამიწაზე წყლის მარაგზე, მტკნარი და მარილიანი წყლის განსხვავებეზე ისაუბრეს. ასევე, ყურადღება გაამახვილეს ადგილებზე, სადაც წყალი ფიზიკის კანონებს არ ემორჩილება.   

„ბიოლოგების“ წევრმა მოსწავლეებმა ზოგადი ინფორმაცია გაიხსენეს და შემდეგ თემებზე ისუბრეს: ადამიანი, წყალი და სიცოცხლე; უჯრედი და ტურგორი, უჯრედი და ოსმოსი, ეგზოგენური და ენდოგენური წყალი, წყალი და თბორეგულაცია, შინაგანი თხევადი გარემო და წყლის %-ული წილი, წყლის დეფიციტთან შეგუებულობები/ადაპტაციები.

„ფიზიკოსების“ წევრებმა დენის მიღებისთვის წყლის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი (ჰიდროელექტროსადგურის პრინციპი). მათ ყინულისა და თხევადი წყლის მოცულობასა და სიმკვრივეზე ისაუბრეს. მათვე, სეზონურ თბორეგულაციაში, ყინულის საფარის მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილეს.

„ქიმიკოსების“ წევრმა მოსწავლეებმა წყლის მოლეკულა, ატომურ დონეზე, განიხილეს. გარდა ამისა, ვალენტობის შესაბამისად, მოლეკულა შეადგინეს; შექმნეს მოლეკულის მოდელი. აღსანიშნავია, რომ მოლეკულაში მასური წილი გამოთვალეს და ისაუბრეს წყალზე, როგორც საუკეთესო გამხსნელზე.

აქტივობებმა დიდი წარატებით და საინტერესოდ ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება