სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ურთიერთსიყვარულის გაკვეთილი და შემოდგომის შთამბეჭდავი გაცილება ველევის საჯარო სკოლაში
05-12-2023
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში უკვე ტრადიციად დამკვიდრდა შემოდგომის ფესტივალის ჩატარება.

„ეს ღონისძიება ძველი ტრადიციის ფიქსაციაა, ვცდილობთ, შევისწავლოთ წინაპართა ყოფა და მათი მაგალითისამებრ, დავნერგოთ ჩვენს ყოფაში“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ეკატერინე ჭიჭინაძე და დასძენს, რომ ძველი ტრადიციების გაცოცხლებას 21-ე საუკუნეში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

„21-ე საუკუნე ტექნიკის საუკუნეა. მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ტექნიკა ჩვენს ყოფაშიც. როგორც ყველა სიახლეს, მასაც დადებითიც აქვს და უარყოფითიც: სამყარო დაპატარავდა, დაფარული აღარაფერია, ახდა ოცნება ჯადოსნურ სარკეზე ტელევიზორის, კომპიუტერისა და მობილურის სახით, გაადვილდა კომუნიკაცია, მაგრამ ტექნიკამ ჩაანაცვლა ადამიანი და ადამიანური ურთიერთობები, გავთითოკაცდით, ჩვენს ნაჭუჭში გამოვიკეტეთ,  ადამიანური ურთიერთობები საჭიროებამდე დავიდა, რადგან ტექნიკა მხოლოდ საჭიროებას ცნობს, ურთიერთობაც გაცივდა. ადამიანი სოციალური არსებაა. არსებობისა და განვითარებისათვის  ურთიერთობები ესაჭიროება. ამას წინაპრები კარგად ახერხებდნენ: იკრიბებოდნენ, ოჩხრებსა და ღამისთევებს აწყობდნენ, ხელსაქმობდნენ კიდეც, დროსაც კლავდნენ, ყოფასაც ილამაზებდნენ და ურთიერთობასაც ალაგებდნენ, შესანიშნავად ფლობდნენ ხალხური დიპლომატიის უნარებს.

ყველაფრის მოპოვება ვისწავლეთ: კოსმოსი ავითვისეთ, დედამიწის გული შევიცანით, მაგრამ ერთმანეთის სიყვარული ვერ ვისწავლეთ; ჯვარს ვატარებთ, პირჯვარს ვიწერთ, ვითომ ეკლესიურებიც გავხდით მაგრამ...

ჩვენს სკოლაში ერთმანეთის სიყვარულის გაღვივებას, წინაპართა ხსოვნისა და ტრადიციების პატივისცემას ეძღვნება შემოდგომის გაცილების საღამო, რომლითაც, ძველი წეს-ჩვეულებისამებრ, ზამთრისათვის მზაობა და საშემოდგომო სამუშაოების მომთავრება  ღამისთევითა და ფერხულის ჩაბმით აღინიშნებოდა, დღეს კი ფერხულის ჩაბმის მაგიერ მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაციით, უკვე ტრადიციად ქცეული ფელამუშის მოდუღებითა და სასკოლო საზოგადოებასთან ერთად ზეიმით დაგვირგვინდა“, - გვიყვება დირექტორი. 

ასე იყო 24 ნოემბერსაც: ლიზი და ნიკოლოზ გოგსაძეები გულმოდგინედ ემზადებოდნენ ამ დღისათვის, მასწავლებლებთან ერთად დაამზადეს მოსაწვევები, დაარიგეს ველევის თემში  და ძალზე შეთხელებული მოწვეული სტუმრების წინაშე წარდგნენ თავიანთი კომპლექსური დავალებებით, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, უფროს მეგობრებთან ერთად იმხიარულეს კიდეც და ურთიერთსიყვარულის მშვენიერი გაკვეთილიც ჩაუტარდათ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება