სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N178 საჯარო სკოლაში, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, საინტერესო საგანმანათლებლო შეხვედრით გამოეხმაურნენ
05-12-2023
-
+


ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ. კამპანიის ფარგლებში,  სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლების - ირმა გიკაშვილისა და გოგა ჭანტურიას ინიციატივით, ასევე სკოლის დირექტორის - ნანა ლაბაძის მხარდაჭერით, პირველ დეკემბერს სკოლას თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი - ბექა მაყაშვილი, ამავე განყოფილების სპეციალისტები - ლიზა ბერუაშვილი და ნანა ნიჟარაძე, იურისტი - ლევან აფრასიძე ეწვივნენ.

გაიმართა შეხვედრა, რომელშიც საბაზო და საშუალო საფეხურის - მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მიწვეულ სტუმრებს სკოლის დირექტორი- ნანა ლაბაძე მიესალმა, რომელმაც მათ მიბრძანებისათვის, მადლობა გადაუხადა.

როგორც სკოლაში ამბობენ, სტუმრებმა ძალზე საინტერესო პრეზენტაციების საშუალებით, მოსწავლეებს დეტალურად გააცნეს ინფორმაცია ძალადობის ფორმებისა და მათი პრევენციის შესახებ, რომელიც გულისხმობს სოციალური, ეკონომიკური, სამართლებრივი და სხვა ღონისძიებების ერთობლიობას. მსმენელთათვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ძალადობის უხილავ ფორმებზე ინფორმაცია, რომელთა შესახებ საქართველოში ჯერჯერობით ნაკლებად ტარდება კვლევები.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მოსწავლეებმა ბევრი საინტერესო შეკითხვა დასვეს და შეხვედრის მონაწილე სტუმრებისაგან ძალზე საინტერესო და კვალიფიციური პასუხები მიიღეს.

„1991 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეამ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე დააწესა. ამ დღის შემოღების მიზანია, ცნობადობის ამაღლება იმ ფაქტის მიმართ, რომ ქალები მთელ მსოფლიოში ხდებიან სხვადასხვა სახის  ძალადობის მსხვერპლი. გარდა ამისა, ამ დღის ერთ-ერთი დანიშნულებაა მოცემული საკითხის მასშტაბისა და სინამდვილის წარმოჩენა, რაც ხშირად დამალული რჩება. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია 16 დღე გრძელდება. იწყება 25 ნოემბერს და სრულდება 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს .

თბილისის N178 საჯარო სკოლა აქტიურად ვუერთდებით და სოლიდარობას ვუცხადებთ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას. არაერთი საინტერესო აქტივობა დაიგეგმა და ეწყობა სკოლაში ამ მიმართულებით.

შეხვედრა ჩვენი ახალგაზრდებისათვის აღმოჩნდა ძალზე საჭირო და აუცილებელი. მოწვეულმა სტუმრება სასიამოვნო გაოცება ვერ დაფარეს აუდიტორიის აქტიური ჩართულობის გამო. ვფიქრობთ, ასეთი შეხვედრები ახალგაზრდებს უბიძგებს, გახდნენ მეტად გახსნილები და ხმამაღლა შეძლონ საუბარი პრობლემებზე, რომლებიც ერთად დგომით აუცილებლად გადაიჭრება.
კამპანიის ფარგლებში, სკოლას  მომდევნო დღეებში ასევე აქვს დაგეგმილი შეხვედრა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება